სუპერლიგა 2012-13. ფინალი. საუკეთესონი: როცა გუნდი გემოვნებითაა შერჩეული...

AutoSharing Option
29 მაისს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასისთვის ერთმანეთს "შსს აკადემია" და "ოლიმპი" დაუპირისპირდებიან.

შსს-ელთა თავკაცმა გიორგიოს კეცელიდისმა გაკვირვება გამოხატა: სუპერთასის შეხვედრები ყველგან სეზონის დასაწყისში იმართება, საქართველოში სეზონის ბოლოს რატომ არისო?

მწვრთნელის გაოცება ლოგიკურია, მაგრამ ისიც ავუხსენით, რომ ასე ქართული რეალობიდან გამომდინარე ხდება: იყო შემთხვევა, ჩეპიონობის მოპოვების შემდეგ გუნდი დაიშალა ("სტუ-ჯეოსელი"). ასე რომ, როცა არავინ იცის, ხვალ რა ელის, უმჯობესია, სუპერთასიც ახლავე გაიმართოს.

"ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა თქვა - სუპერთასის შეხვედრისთვის გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება იოლი არ იქნებაო. ეს გასაგებიცაა, ოლიმპელებმა ხომ თანაბარ
ბრძოლაში წარმართული ფინალური სერია ბოლო, მეხუთე მატჩში დათმეს.

ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს იყო პირველი ხუთმატჩიანი სერია 2006 წლის შემდეგ. მაშინ "ავიამშენმა" "ენერჯის" 3:2 სძლია. მას მერე ჯერ რუსთაველები გაძლიერდნენ ისე, რომ წინასწარ იოლი იყო მათი ჩემპიონობის წინასწარმეტყველება, შემდეგ "არმიას" დრო დადგა - ორი სეზონი "იმეფა" და წლეულს პოზიციები ნახევარფინალში "ოლიმპთან" დათმო.

ფინალურმა სერიამ საინტერესოდ ჩაიარა (შსს-მ 3:2 მოიგო) და არაერთი დასკვნის გამოტანის საშუალება მოგვცა. "ოლიმპს" ჰყავდა ოთხი სხვადასხვა ეროვნების ლეგიონერი (სამი ევროპელი), რომელთა შერწყმითაც საფინალე გუნდი შეიქმნა. მათ კარგად ეხმარებოდნენ გამოცდილი და ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები.

მწვრთნელები ამბობენ, რომ 4-5 ამერიკელი ლეგიონერის დამატება გუნდის ერთიანობისთვის სასურველი არ არის - ცალკე "ავტონომიას" აყალიბებენო. "შსს აკადემიას" ოთხი ამერიკელი ჰყავდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ზემოთ ნახსენებ თეორიას ხაზი გადაუსვეს.

მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა შერჩევისას, პროფესიულთან ერთად, პიროვნული თვისებითაც სასურველი კალათბურთელები შეარჩია და მიზანსაც გუნდური თამაშით მიაღწია.

დავინახეთ, რომ ამერიკელი ლეგიონერის ჩამოყვანისას ბევრს ნიშნავს მისი ევროპული გამოცდილება: აქამდე ოთხივე ამერიკელს (ვონს, არჩიბექს, პრუეტსა და რეიმონდს) ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდათ ნათამაშები. ერთ-ერთი მათგანი, დეონტა ვონი, ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ.

ფინალებმა დაგვანახვა ისიც, რომ გამოცდილი უცხოელების გვერდით სათანადო დონეზე ქართველებსაც შეუძლიათ თამაში. თუმცა სასურველია მეტი სტაბილურობა, რაც მაღალი დონის შეხვედრებში რეგულარულად თამაშით მიიღწევა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაცჰემპიონებულებს რომ მოუგებ ესეც საკმეა.და მცვრტნელი რომ პეხს დაგიდებს იმ მცვრტნელს ეკუტვნის რამე???აი საკიტხავი აი ეს არის? უცხოელების გაგმერტება- მონური მენტალობა.
mumu.
05:26 30-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული