"ოლიმპი" ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელია

AutoSharing Option
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ოლიმპს" დარჩა.

"ჩემპიონატის შემდეგ ძნელი იყო კონცენტრირება, ფსიქოლოგიურად მომზადება და ჩვენ ეს მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, მე-6 თამაშმაც ვერ ჩაიარა ექსცესების გარეშე, თუმცა მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომ ამის წამომწყებები არ ყოფილან",
- აღნიშნა "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა.

მართლაც, შეხვედრა გაცილებით უკეთ ჩაატარეს ოლიმპელებმა. პირველ ტაიმში იყო არაერთი ტექნიკური ჯარიმა, ხოლო პერიოდის ბოლოს საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა - კირკ არჩიბეკი და ნოდარ თენიეშვილი შელაპარაკდნენ... თუმცა კალათბურთელებს დიდმა შესვენებამ მოუსწროთ და გასახდელში ემოციები ჩაცხრა.

მეორე ტაიმში "ოლიმპმა"
საქმე მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

კალათბურთის ფედერაციამ ჩაატარა გამოკითხვა ჟურნალისტებს, მწვრთნელებსა და კომისრებს შორის, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელი - დეონტა ვონი (შსს). #1 მწვრთნელი შსს-ელთა დამრიგებელი გიორგიოს კეცელიდისი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდისთვის განკუთვნილი ზვიად მიქაძის სახელობის ჯილდო ასევე შსს-ელმა რევაზ როგავამ მიიღო.

29 მაისის დღე და საერთოდ, სეზონი სუპერთასის გადაცემით დასრულდა - თასი "ოლიმპის" კაპიტანმა მიხეილ ბერიშვილმა აღმართა.

გიორგიოს კეცელიდისი ("შსს აკადემია"):
"თამაში ისეთი დაძაბული არ გამოდგა, როგორც ველოდით. წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართველ მოთამაშეს, გუნდს და მწვრთნელს მომავალ სეზონში. მადლობას ვეტყვი ყველას საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია".


29 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ოლიმპი 72:90
11:23, 21:30, 20:19, 20:18
შსს აკადემია: ჩიტაშვილი (8ქ, 6მ, 5პ), ვონი (13ქ), როგავა (7ქ), ბოქოლიშვილი (2ქ), ლონდარიძე (2ქ, 5მ), პრევიტი (3ქ), ლომოური (8ქ), კუნასი, ანთაძე (2ქ), ბექაური (10ქ, 7მ, 4დ), არჩიბეკი (15ქ, 5მ), რეიმონდი (2ქ).
ოლიმპი: სოკი (6ქ), ბერიშვილი (19ქ, 9მ, 4პ), მიქელაძე (5ქ, 4პ), თენიეშვილი (8ქ, 6მ, 3პ), ფაცაცია (12ქ, 5მ), დვალიშვილი (12ქ, 8მ), მური (14ქ), მილოშევიჩი (12ქ, 6მ, 3დ), ანდრიუკაიტისი (2ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული