
- საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება არა უგვიანეს 2013 წლის 14 დეკემბრისა.
- გამგეობამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე.
- გამგეობამ დაამტკიცა 2013-14 წლების ჩემპიონატის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები.
ჩემპიონატი დაიწყება 2013 წლის 19 ოქტომბერს და მასში მონაწილეობას მიიღებს 9 გუნდი: "შსს აკადემია", "ოლიმპი", "არმია", "ქუთაისი", "დინამო", "სოხუმი", "რუსთავი", "ბათუმი", "მაკაბი". 5 ოქტომბერს დაიწყება დუდუ დადიანის მემორიალი.
წყარო: www.gbf.ge