"ოლიმპი"-"არმიას" შეხვედრის ბოლო წუთებზე არასასიამოვნო, ხმაურიანი ინციდენტი მოხდა, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.
სირენამდე 2 წუთით ადრე არბიტრმა ირაკლი ბერიშვილმა რიჩარდ მათიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, რასაც კალათბურთელის რეაქცია და სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.
არეულობის შემდეგ მსაჯებმა "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი მარხვაშვილიც გააძევეს.
თამაში მიხეილ ბერიშვილის 8 საჯარიმო ტყორცნით გაგრძელდა, 7 ჩააგდო და თანაგუნდელები 9 ქულით დააწინაურა.
გადამწყვეტი მატჩი 9 ოქტომბერს, 18 საათზე გაიმართება. 8 ოქტომბერს მესამე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "შსს აკადემია"-"ოლიმპი" (15 საათზე), მეხუთე ადგილისთვის - "რუსთავი"-"ქუთაისი" (13 საათზე).
A ჯგუფი
7 ოქტომბერი. თბილისი, აკადემიის დარბაზი
შსს აკადემია-ქუთაისი 78:73
17:22, 21:20, 14:20, 26:11
შსს აკადემია: ქიტოშვილი, ჩიკვილაძე (17ქ, 6მ, 3პ), ბოქოლიშვილი (15ქ), ლონდარიძე (13ქ, 7მ, 5პ), კვანტალიანი (6ქ), მირზიაშვილი, ლოლიშვილი, ლომოური (7ქ, 4მ), გელაზონია, როგავა (9ქ, 7მ, 8პ), ტომარაძე (11ქ), ლორთქიფანიძე.
ქუთაისი: ფაშაევი (2ქ, 5პ), გრძელიძე (5ქ), დიდია (4ქ, 6მ), ცეკვავა (19ქ), დ. დვალიშვილი, ცირეკიძე (1ქ), დ. ბარბაქაძე (7ქ, 7მ), ლომინაშვილი (6ქ, 4მ), გ. ბარბაქაძე (2ქ), ა. დვალიშვილი (27ქ, 14მ), ქორიძე, გამრეკლიძე.
"ქუთაისს" მეორე ტურში მომავალი ფინალისტის, "სოხუმის" დასამარცხებლად 3 ქულა დააკლდა. "შსს აკადემიამ" კი სოხუმელებთან 15 ქულის სხვაობით დათმო. თუნდაც ამ ლოგიკის მიხედვით, 7 ოქტომბრის შეხვედრაში გამარჯვების მეტი შანსი ქუთაისელებს უნდა ჰქონოდათ.
მათ თამაშის საწყისი 30 წუთი სტაბილურად ჩაატარეს, მესამე მეოთხედის შემდეგ 10 ქულის სხვაობით იგებდნენ და თითქოს შეხვედრა მათთვის ლოგიკურ დასასრულამდეც უნდა მიეყვანათ, მაგრამ "აკადემიური ლოგიკა" სხვაგვარი გამოდგა: მეოთხე რაუნდი კოკა ტომარაძის სამქულიანით გაიხსნა, რომელსაც პერიმეტრიდან ბექა ჩიკვილაძემ კარგად აუბა მხარი, სამი სამიანი ჩააგდო და...
"შსს აკადემიის" მიერ მთელი 40 წუთის განმავლობაში რეალიზებული 9 სამქულიანიდან 4 ბოლო პერიოდზე მოვიდა.
მხოლოდ სამქულიანებმა როდი განაპირობა 10 წუთში 26:11 გაქცევა, "შსს აკადემიამ" ყველა კომპონენტში იყოჩაღა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
ორივე გუნდში სნაიპერები ახალწვეულები გახდნენ: შსს-ში ბექა ჩიკვილაძე (17 ქულა, 3-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი), "ქუთაისში" - აკაკი დვალიშვილი (27 ქულა, 14 მოხსნა, 20-დან 12 ორქულიანი).
ა გ თ მ წ ქ
1. სოხუმი 2 2 0 4
2. შსს აკადემია 2 1 1 3
3. ქუთაისი 2 0 2 2
B ჯგუფი
ოლიმპი-არმია 47:55
19:11, 6:5, 16:18, 6:21
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (6ქ), მიქელაძე (14ქ), თავართქილაძე, გოგოძე, ხანიაშვილი (4ქ), თენიეშვილი (8ქ, 6მ), ათანელიშვილი (1ქ, 8მ), ფხაკაძე, მათიაშვილი (6ქ, 11მ, 4პ), ხიზანიშვილი (2ქ), ლომიძე, ფარღალავა (6ქ).
არმია: ბაბუნაშვილი (8ქ), ბაბიაშვილი (10ქ, 6მ), ბოისა, ბერიშვილი (9ქ), ჯანაშია, კვიმსაძე (10ქ), ჯგერენაია, წივწივაძე (12ქ), ტუჯანი (2ქ, 7მ), შარაბიძე (4ქ, 9მ), ჩაჩიბაია, კეიდია.
"ოლიმპსა" და "არმიას" შორის გამარჯვებული მემორიალის ფინალში გადიოდა. ასე რომ, ეს მატჩი ნახევარფინალის ტოლფასი იყო. არმიელები დუდუ დადიანის თასის შარშანდელი გამარჯვებულები არიან და წლეულსაც ამ მიზნისკენ მიემართებიან.
სწორედ ნახევარფინალური დატვირთვის გამო მატჩს დაძაბულობა პირველი წუთებიდან ბოლომდე არ მოჰკლებია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სეზონი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა და გუნდები არასათანადო ფორმაში არიან, არ უნდა გაგვიკვირდეს შეხვედრაში მეტად დაბალი შედეგიანობა.
მატჩის საკვანძო ეპიზოდზე შესავალში დავწერეთ. აქ კი ორ კალათბურთელზე ვიტყვით: მეორე შეხვედრაა, ახალგაზრდა ირაკლი მიქელაძე გუნდში ბომბარდირობას არ თმობს (14 ქულა). არმიელთაგან კი სნაიპერი ბექა წივწივაძე გახდა (12 ქულა), რომელიც მემორიალის შარშანდელი გამარჯვებულიცაა და ორიოდე წლის წინათ ეს თასი "რუსთავთან" ერთადაც მოიგო.
ა გ თ მ წ ქ
1. არმია 2 2 0 4
2. ოლიმპი 2 1 0 3
3. რუსთავი 2 0 2 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"