დასკვნით ეპიზოდში ქვემოქართლელებმა მეტი მობილიზებითა და სიზუსტით ითამაშეს: გიორგი დვალმა, რომელსაც მანამდე 9-ავე სამქულიანი აცილებული ჰქონდა, უმნიშვნელოვანესი შორი სროლა ჩააგდო. რუსთაველებმა დაცვაშიც იყოჩაღეს, ბურთი მოიპოვეს, მორიგ შეტევაშიც იხეირეს და გამარჯვებამდე მივიდნენ - 65:59.
არადა, თამაში ისე დაიწყო, რუსთაველებს საფრთხე არ ემუქრებოდათ. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მეოთხედი 21:11 მოიგო და მეორეშიც კარგად გამოიყურებოდა.
დიდი შესვენების შემდეგ ქვემოქართლელებს თამაში აერიათ, სოხუმელებმა კი გურამ კენჭიაშვილის შედეგიანობით მესამე პერიოდი 18:5 მოიგეს და
ბოლო ათწუთეულში რუსთაველებმა დაცვა გაამაგრეს, რის ხარჯზეც შეტევაში თამაშიც წაუვიდათ და ანგარიში გათანაბრდა.
ყველაფერი კი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რის შესახებაც თავში მოგახსენეთ. გამარჯვებულებს 20 ქულითა და 10 მოხსნით შოთა ნარჩომაშვილმა ულიდერა, გიორგი დვალის ანგარიშზე კი 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა.
სოხუმელებში 24 ქულა გურამ კენჭიაშვილის ანგარიშზეა.
მატჩის შემდეგ:
თემურ კანკია, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი:
"რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ორივე ახალგაზრდული გუნდია და მომატების პოტენციალი გააჩნია. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა ის კომბინაციები შევასრულოთ, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. დღეს წავაგეთ და დასახული სტრატეგიული გეგმაც ვერ შევასრულეთ. შედეგიც ლოგიკური იყო".
მიხეილ ბერუაშვილი, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი:
"როგორც ქუთაისში წინა ტურის მატჩში, დღესაც მე-3 მეოთხედში გვქონდა ჩავარდნა. საბედნიეროდ, ჩვენმა გუნდმა ბოლო პერიოდში დაცვაში თამაში გამოასწორა, შეტევაშიც ჩავაგდეთ ბურთები და გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლებსაც დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ და იმედს ვიტოვებ, სეზონის განმავლობაში საგრძნობლად მოუმატებენ".
წყარო: u-20.ge