"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება

AutoSharing Option
სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი "შსს აკადემია" წლევანდელ ჩემპიონატში ქართველი კალათბურთელებით ასპარეზობდა და პირველი წრე 4-4 მოგება-წაგებით დაასრულა.

ბოლო მატჩის პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა არჩილ ჟღენტმა განაცხადა, რომ ზამთრის შესვენებისას "შსს აკადემია" ლეგიონერებით გაძლიერდებოდა.

ერთ კალათბურთელთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა - შსს-ს ღირსებას ამერიკელი გამთამაშებელი პერიშ ბრაუნი დაიცავს. იგი 27 წლისაა და ლიტვის უმაღლეს ლიგაში "პალანგას" ღირსებას იცავდა (რომელსაც "სოხუმის" ექსთავკაცი რიმვიდას სამულენასი წვრთნის).

წლევანდელ სეზონში, 11 მატჩში ბრაუნი საშუალოდ 29 წუთში 10.5 ქულასა და 4.5 პასს აგროვებდა. თუ ინტერნეტში მისი შეხვედრების საუკეთესო ეპიზოდების
ამონაკრებს ვენდობით, პერიშ ბრაუნი ძლიერი კალათბურთელია და "შსს აკადემიას" ნამდვილად გამოადგება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ გუნდის სკაუტები ამერიკელი წინახაზელის ჩამოყვანაზეც მუშაობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული