სუპერლიგა 2013-14. XIII ტური: ტრანსფორმაცია მეოთხეში

AutoSharing Option
მე-13 ტურში ორი ცენტრალური მატჩი შედგა: ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა ბათუმელები მიიღო, ხოლო თბილისში მეორე წრიდან მოძლიერებულ "ოლიმპს" "შსს აკადემია" დაუპირისპირდა. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ბოლო პერიოდმა გამოავლინა...

21 თებერვალი, რუსთავი
რუსთავი-დინამო 79:101
15:28, 20:27, 23:22, 21:24
რუსთავი: მაჭავარიანი (6ქ), გ. არაბული (4ქ, 4პ), არწივიძე (3პ), ხმელიძე (10ქ), აბაიშვილი (11ქ, 3პ), ჩაჩანიძე (19ქ), ყველაშვილი (4ქ, 7მ), ჯ. არაბული (7ქ, 10მ), გუგავა (7ქ, 2დ), გაგნიძე (2ქ), დ. მაისურაძე (9ქ, 7მ), ოქროჭელიძე.
დინამო: ს. ლეჟავა (2ქ, 3პ), კარტერი (9ქ, 6მ), ბ. ლეჟავა (5ქ, 4პ),
ლილუაშვილი (6ქ, 6პ), მილოშევიჩი (30ქ, 9მ, 3პ), პეშიჩი (13ქ, 5მ), ჭოჭუა (10ქ, 6მ), ანთაძე (15ქ, 7მ, 3ჩ), ორმოცაძე, სტოიაკოვიჩი (11ქ, 8პ, 3ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი

გადამწყვეტი. მხოლოდ მეორე ტაიმის ანგარიშს თუ გადავხედავთ, ვიფიქრებთ, რომ მატჩი თანაბარი იყო, თუმცა დინამოელებმა პირველივე პერიოდში მოახერხეს 13 ქულით დაწინაურება და მატჩის ბოლომდე თავს კომფორტულად გრძნობდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის. "დინამომ" ორქულიანები 62-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა (58-დან 36), მაშინ, როცა რუსთაველებმა 55-დან მხოლოდ 19 ორქულიანი ჩააგდეს.

რჩეული. სტევან მილოშევიჩმა სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა - 30 ქულა ჩააგდო და 11 მატჩიდან მხოლოდ მეორეჯერ ვერ შეძლო ორმაგი დუბლის მოგროვება - 1 მოხსნა დააკლდა.

22 თებერვალი, თბილისი
ოლიმპი-შსს აკადემია 59:81
11:16, 16:23, 19:19, 13:23
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (10ქ, 7მ, 3პ), ნადირაძე (2ქ), მიქელაძე (8ქ, 3პ), თენიეშვილი (8ქ, 3პ), ათანელიშვილი (10ქ), ჩიტაშვილი (3ქ), ფხაკაძე, ალხანაიძე, მათიაშვილი (15ქ, 12მ), ხიზანიშვილი (3ქ), ლომიძე.
შსს აკადემია: ჩიკვილაძე (7ქ, 5პ), ლაფანაშვილი (2ქ), ბოქოლიშვილი (15ქ, 3პ), ლონდარიძე (19ქ, 13მ), კვანტალიანი, მირზიაშვილი (2ქ), ლომოური (3ქ), გელაზონია (5ქ, 7მ), ბრაუნი (20ქ, 4პ), როგავა (3ქ, 5პ), ტომარაძე (5ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე.

გადამწყვეტი. მეოთხე პერიოდის წინ "შსს აკადემია" 8 ქულის სხვაობით იგებდა, რაც 10 წუთში აღმოუფხვრელი სხვაობა სულაც არ იყო, თუმცა გადამწყვეტ რაუნდში კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდნენ შსს-ელები და მეოთხედი 23:13 მოიგეს.

სტატისტიკა არ ტყუის. მართალია, მოხსნებში დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა, თუმცა ფარქვეშიდან ჩაგდებულ ქულებში გაცილებით დიდი უპირატესობა ჰქონდა "შსს აკადემიას" - 44:20.

რჩეული. სუპერლიგის ბომბარდირის, ოლიმპელი რიჩარდ მათიაშვილის წინააღმდეგ კარგად ითამაშა ილია ლონდარიძემ, რომელიც 19 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა.

ნამატჩევს
დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მწვრთნელი):
- კიდევ ერთხელ დავმარცხდით. გუნდში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. რწმენა დაკარგული გვაქვს, თუმცა მაინც მჯერა ჩემი მოთამაშეების. ვეცდებით, ნელ-ნელა გამოვასწოროთ და პლეი-ოფებამდე უშუალო კონკურენტებთან მაინც გავიმარჯვოთ. დღეს ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ "შსს აკადემია" ჩვენზე ძლიერი გუნდია...

არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიის" მწვრთნელი):
- შედეგით კმაყოფილი ვარ, რასაც თამაშის ხარისხზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. იყო ეპიზოდები, როცა ძალიან კარგად ვთამაშობდით და იყო მომენტები, როცა ბევრი შეცდომა დავუშვით. გვაკლია მილე ილიჩი... მოვემზადებით მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც ქუთაისში უნდა ჩავატაროთ.

22 თებერვალი, თბილისი
არმია-მაქაბი 107:83
33:8, 23:16, 31:20, 20:39
არმია: ბაბუნაშვილი (8ქ, 4პ), ბოისა (3ქ), ბერიშვილი (6ქ), ჯანაშია (11ქ, 9მ), შიოლაშვილი (5ქ, 5მ, 2დ), ჯგერენაია (12ქ, 11მ), წივწივაძე (22ქ, 10პ, 3ჩ), ბაზუაშვილი (4ქ), შარაბიძე (8ქ, 5მ), კვეტენაძე (8ქ), ჩაჩიბაია (12ქ), კეიდია (8ქ, 5მ, 3ჩ).
მაქაბი: ტეტელაშვილი (8ქ, 13პ, 5მ), გულმაგარაშვილი (3ქ), ელბაქიძე, მ. რევაზაშვილი (15ქ, 10მ, 3პ), პატარაია, გ. რევაზაშვილი (18ქ, 16მ), ლ. რევაზაშვილი (17ქ, 5მ), ფერიაშვილი (19ქ, 8მ), ნანიტაშვილი (3ქ, 4პ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, დ. ბერეკაშვილი.

გადამწყვეტი. 33:8 - ასე მოიგო "არმიამ" საწყისი მეოთხედი...

სტატისტიკა არ ტყუის. არმიელებმა "მაქაბიზე" 7-ით მეტი სამქულიანი ჩააგდეს (14:7). ეს 21 ქულაა, საბოლოოდ კი 24-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

რჩეული. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი "დაბლ-დაბლი" ამ შეხვედრაში შესრულდა - 4. "არმიის" მხრიდან ბექა წივწივაძე და გიორგი ჯგერენაია ასცდნენ 10-10 ქულა-მოხსნიან ბარიერს, ხოლო "მაქაბის" მხრიდან - მაიზერ და გიორგი რევაზაშვილები.

21 თებერვალი, ქუთაისი
ქუთაისი-ბათუმი 90:73
16:22, 25:21, 20:18, 29:12
ქუთაისი: ფაშაევი (29ქ, 7პ), ცეკვავა (15ქ), დ. ბარბაქაძე (8ქ, 8მ), გ. ბარბაქაძე (10ქ), დვალიშვილი (15ქ, 13მ), გრძელიძე (3ქ), დიდია (5ქ, 6მ), ლომინაშვილი (5ქ, 6მ).
ბათუმი: ელიაშვილი (4ქ), მაქკევრი (10ქ), ქედუგანი (19ქ, 7პ), სეფოლდი (24ქ, 9მ), ჯექსონი (8ქ, 7მ), რამიშვილი (8ქ), კეშელავა, ელიაძე
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი

გადამწყვეტი. დიდი სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ "ქუთაისმა" "ბათუმთან" იოლ გამარჯვებას მიაღწია. ზღვისპირელები თავიდან მასპინძლებზე აქტიურად გამოიყურებოდნენ და ბოლო პერიოდამდე შეხვედრაც მიჰყავდათ.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ისინი 8-ქულიანი უპირატესობითაც კი იყვნენ წინ - 58:50, მაგრამ "ქუთაისმა" ძალები მოიკრიბა, სხვაობა თანდათან შეამცირა და გიგი ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანი სროლით ანგარიშიც გაათანაბრა. სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი ეპიზოდი ამ შეხვედრაში.

სტუმართათვის მატჩის დასკვნითი ნაწილი ძალიან უიღბლო გამოდგა. ბოლო მეოთხედის დაწყებისთანავე ბათუმელთაგან საუკეთესომ, ჯერემი სეფოლდმა ზუსტი ორქულიანით უკანასკნელად დააწინაურა საკუთარი გუნდი - 63:61. ამის შემდეგ ქუთაისელებმა მეტოქეს 15:0 გაქცევა მოუწყვეს და 76:63 დაწინაურდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის. ბათუმელთა მარცხი, უპირველესად, მოკლე სათადარიგოთა სკამს უნდა დავაბრალოთ, თუმცა საყურადღებოა, რომ ზღვისპირელებმა ძალიან ცუდად ისროლეს საჯარიმო ხაზიდანაც. ისინი 13-ჯერ დადგნენ საჯარიმოს ხაზთან და მხოლოდ 4-ჯერ შეძლეს ბურთის კალათში მოთავსება. ქუთაისელებმა სამქულიანებშიც აჯობეს მეტოქეს - 13 9-ის წინააღმდეგ, სხვა მხრივ კი, გუნდებს თითქმის თანაბარი სტატისტიკა ჰქონდათ.

რჩეული. ბათუმელთაგან განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ სეფოლდი (24 ქულა, 9 მოხსნა) და ჯუნიორ ქედუგანი (19 ქულა). რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათგან საუკეთესო აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი გახლდათ, რომელმაც განსაკუთრებით მაღალ დონეზე მეორე ტაიმი ჩაატარა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

ფაშაევმა 29 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ასევე აღსანიშნავია აკაკი დვალიშვილის ორმაგი დუბლი. ქუთაისელთა ცენტრი, ჩვეულებისამებრ, ნაყოფიერად ირჯებოდა და საბოლოო ჯამში 15 ქულას და 13 მოხსნას მოუყარა თავი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 12 10 2 976/817 22
2. დინამო 11 10 1 969/729 21
3. ქუთაისი 12 9 3 1031/836 21
4. ბათუმი 12 6 6 966/948 18
5. შსს აკადემია 11 6 5 857/808 17
6. სოხუმი 11 6 5 850/782 17
7. რუსთავი 12 3 9 817/978 15
8. ოლიმპი 11 2 9 814/908 13
9. მაქაბი 12 0 12 821/1295 12

დავით კოხრეიძე და  ვაჟა სიმონიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული