ქუთაისის "FIBA-ს სტანდარტების" მოედანი პირველივე თამაშში გაფუჭდა

AutoSharing Option
ქუთაისის განახლებულ სპორტის სასახლეში საკალათბურთო სეზონი "ქუთაისი"-"დინამოს" თამაშით გაიხსნა. თუმცა შეხვედრის პირველივე მეათედში საჯარიმოების ტერიტორიაზე იატაკი გაფუჭდა - პარკეტს საღებავი ასძვრა.

ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბლიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგად, სპორტის სასახლეში ბეტონის იატაკი პარკეტმა ჩაანაცვლა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა CRP ჯგუფმა შეასრულა და მასზე 160 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც სამუშაოების მიმდინარეობის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, სპორტული კომპლექსი FIBA-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.

რაც შეეხება სუპერლიგის V ტურის შეხვედრას, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - "დინამომ" 68:56 მოიგო.

იხილეთ ვრცლად
kutaisipost.wordpress.com
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ქუთაისის მერიაში დიდი მაღვალაკი ხალხი მუშაობს.
tedore
18:03 23-11-2014
0
ფიბას სტანდარტებს აკმაყოფილებს მშვენივრად, უბრალოდ უხერული ფერის სამწამიანი იყო, რომელზეც ე.წ ''სკოჩი'' გადააკრეს

კრასკა კი არა, ეგ ლურჯი სკოჩი აძვრა. რას ფხრეწდა კოლინა თქვენი აზრით, საღებავს ? :))))))
ყოვლისმცოდნეებო :)
21:52 23-11-2014
0

სიახლეები პოპულარული