სუპერლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მიმდინარე სუპერლიგაში ძალიან ძნელია ტურის ცენტრალური მატჩის გამორჩევა, რადგან შეხვედრათა უმეტესობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობს.

მესამე ტურში, ერთი მატჩის გარდა, გამარჯვებული სამივეში ბოლო პერიოდში გამოვლინდა. სანახაობა იყო, თუმცა ტურის მოვლენად "მშრალი" მატჩი უნდა დავასახელოთ: "დინამომ" და "მგზავრებმა" 40 წუთში ერთობლივად 100 ქულაც ვერ ჩააგდეს. დინამოელებმა 48 მიითვალეს, მგზავრებმა - 42.

კარგი დაცვის გარდა, ამის მიზეზი ისაა, რომ სეზონი ახალი დაწყებულია, გუნდები ჯერ არ არიან ფორმაში და სროლის სიზუსტეც არ არის შესაშური.

ტურის მოთამაშე
აკაკი დვალიშვილი სეზონის წინ "რუსთავიდან" "ბათუმში" გადავიდა და
ზღვისპირელთა ფარქვეშეთიც გამყარდა.

"ოლიმპს" ნამდვილად არ ჰყავს სუსტი მეფარეები - მილან ოლუიჩს კარგად ეხმარება ოსტინ სტიდი, თუმცა "ბათუმთან" მოხსნებში მაინც დიდი სხვაობა დაფიქსირდა ზღვისპირელთა სასარგებლოდ (49:33). ამაში დამნაშავე სწორედ დვალიშვილია, რომელმაც 22 მოხსნა მიითვალა, კიდევ 22 ქულა მიამატა და მარგი ქმედების კოეფიციენტით 26-მდე ავიდა.

ასე რომ, ალოგიკური სულაც არ იყო ტურის საუკეთესო კალათბურთელად აკაკი დვალიშვილის დასახელება.

სუპერლიგა. III ტური
ოლიმპი-ბათუმი 75:81
დინამო-მგზავრები 48:42
აკადემია-სოხუმი 71:90
ქუთაისი-რუსთავი 86:75

სტატისტიკური ლიდერები. რეკორდები
ქულა
28 - ნიკოლა გაჩეშა (რუსთავი)
რუსთავი-დინამო

მოხსნა
22 - აკაკი დვალიშვილი (ბათუმი)
ოლიმპი-ბათუმი

პასი
8 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
ქუთაისი-აკადემია

8 - ირაკლი მიქელაძე (ბათუმი)
ბათუმი-მგზავრები

8 - ირაკლი მიქელაძე (ბათუმი)
ოლიმპი-ბათუმი

ჩაჭრა
7 - ლევან ცეკვავა (ქუთაისი)
ქუთაისი-აკადემია

დაფარება
4 - ვახტანგ ქადარია (ქუთაისი)
მგზავრები-ქუთაისი

4 - კაელ ტურპინი (რუსთავი)
რუსთავი-დინამო

4 - გიორგი შარაბიძე (დინამო)
დინამო-მგზავრები

4 - გიორგი ჯგერენაია (სოხუმი)
აკადემია-სოხუმი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული