ქუთაისის სპორტის სასახლეში ფანებმა და კალათბურთელებმა იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრას, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა "დინამოს" უმასპინძლა, შეხლა-შემოხლა და ჩხუბი მოჰყვა.

დაძაბული მატჩი "ქუთიასის" გამარჯვებით, ანგარიშით 75:64 დასრულდა, ინციდენტი კი თამაშის მიწურულს მოხდა. დინამოელთა სათადარიგო სკამზე მსხდომთა და მაყურებელთა შორის სიტყვიერ შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა და აურზაური მოჰყვა. ამის გამო თამაში სამი წუთით შეწყდა.

დღის მეორე შეხვედრაში "ბათუმმა" შინ "სოხუმი" ანგარიშIთ 90:78 დაამარცხა.

დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მე-7 ტურის ორი მატჩი გაიმართება - "ოლიმპი" "რუსთავს" 14:00 სთ-ზე
დაუპირისპირდება, ხოლო 16:00 სთ-ზე კი "მგზავრებისა" და "აკადემიას" მატჩი დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
უსურო ერთუჯრედიანო არსებავ გთხოვ ისტორია წაიკითხე და გაიგე რა ისტორიის ქალაქია ქუთაისი. რამდენი სპორცმენი გაიზარდა აქ და გასახელათ თქვენ. ქუთაისში მოთამაშე თბილისელ სპორცმენებს შეეკითხე როგორი გულშემატკივრობა იციან აქ და როგორი თანადგომა.
lelo
13:55 29-11-2015
0
რო წაეგო ქუთაისს შეიძლება მეფიქრა რო გაბრაზდა გულშემატკივარი და ემოციებს აყვათქო, მაგრამ მოგებულ თამაშზე არამგონია ტყუილად ეთქვათ რაიმე კალათბურთელისთვის. თან ისიც ჩანს ვიდეოში რომ ის კალატბურთლი არ მოიქცა ისე როგორც სპორტსმენი და ღლაპი ბავშვივით დაიწყო გრეხვა. არაპეროფესიონალიზმის ზეიმი
ლაშა
13:30 29-11-2015
0

სიახლეები პოპულარული