ქუთაისის სპორტის სასახლეში ფანებმა და კალათბურთელებმა იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრას, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა "დინამოს" უმასპინძლა, შეხლა-შემოხლა და ჩხუბი მოჰყვა.

დაძაბული მატჩი "ქუთიასის" გამარჯვებით, ანგარიშით 75:64 დასრულდა, ინციდენტი კი თამაშის მიწურულს მოხდა. დინამოელთა სათადარიგო სკამზე მსხდომთა და მაყურებელთა შორის სიტყვიერ შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა და აურზაური მოჰყვა. ამის გამო თამაში სამი წუთით შეწყდა.

დღის მეორე შეხვედრაში "ბათუმმა" შინ "სოხუმი" ანგარიშIთ 90:78 დაამარცხა.

დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მე-7 ტურის ორი მატჩი გაიმართება - "ოლიმპი" "რუსთავს" 14:00 სთ-ზე
დაუპირისპირდება, ხოლო 16:00 სთ-ზე კი "მგზავრებისა" და "აკადემიას" მატჩი დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
იმას რატომ არ წერთ რის გამო მოხდა შელაპარაკება.ის კალათბურთელი გამოვიდეს თუ კაცია და აღიაროს დანაშაული და რაც მთავარია ბოდიში მოუხადოს ქუთაისელ გულშემატკივარს.დინამოს 9 ნომერზეა საუბარი
tata
12:22 28-11-2015
0
ტატაია,
ქუთაისლები როდის მოიხდით ბოდიშს თბილისლების ლანძღვა გინებისთვის? 9 ნომერი რომ დაიმახსოვრე, შენ გარეწარ თანაქალაქელზე რატომ არაფერს ამბობ.
0

სიახლეები პოპულარული