ტური 5 მარტს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გამართული მატჩებით დასრულდა. "დინამომ" ერთერთი აუტსაიდერი "ოლიმპი" ანგარიშით 71:65 (16:12, 17:19, 20:10 18:24) დაამარცხა და ახლა სატურნირო ცხრილს ერპიროვნულად, 33 ქულით ლიდერობს.
დღის მეორე შეხვედრაში კი "სოხუმმა" "მგზავრებს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია - 65:64 (19:19, 14:12, 17:19, 15:14).
წინა დღეს პრინციპული შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "ქუთაისი" მიიღო. გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 73:66 (18:21, 23:16, 13:17, 19:12) და ახლა ორივე გუნდს 12 მოგება და 8 მარცხი აქვს.
ტურის სასტარტო