ამ ტურში სატურნირო ცხრილის ზედა კვარტეტის გუნდები ქვედა ოთხეულს შეხვდნენ. ერთი გამონაკლისის გარდა, ფავორიტებმა გაიმარჯვეს, ხოლო "ქუთაისის" ძლევით მეხუთეადგილოსანმა "რუსთავმა" პლეი ოფში გამსვლელ ოთხ გუნდს შორის მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
პარასკევს პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ეს არის...
1-ლი აპრილი, რუსთავი
რუსთავი-ქუთაისი 95:91
24:16, 14:22, 20:22, 22:17, 15:11
რუსთავი: ხმელიძე (2ქ), გამყრელიძე (14ქ, 5პ), აბაიშვილი (7ქ),
ქუთაისი: ბოისა, ფაშაევი (26ქ, 3პ), ბაბუნაშვილი (3ქ), ქადარია (6ქ, 6მ), ცეკვავა (26ქ, 4პ), ბრიტონი (4ქ, 6პ), დ. ბარბაქაძე, გ. ბარბაქაძე (5ქ), მათიაშვილი (2ქ, 10მ), ბექაური (4ქ, 8მ), მიკულიჩი (15ქ, 3პ).
"რუსთავმა" მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა მშობლიურ ქალაქში. აქამდე "ქიმიკოსების" დარბაზში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. შინ დაბრუნება რუსთაველებმა ეფექტური გამარჯვებით აღნიშნეს.
"ქუთაისი" მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. იმერული კლუბი მასპიძლებს ქულას უგებდა, ბურთს ფლობდა და თამაშის დასრულებამდე 9 წამი რჩებოდა.
გვერდიდან შემოტანილ ბურთს რუსთაველებმა ხელი წაჰკრეს, რომელიც საბოლოოდ ლაშა გამყრელიძემ მოიხელთა და ძირითადი დროის ამოწურვამდე 1.7 წამით ადრე მსაჯის სასტვენი გაისმა. დაკარგული ბურთის დაბრუნებისთვის მებრძოლი ქუთაისელები დაჯარიმდნენ და გამყრელიძე საჯარიმოს ხაზზე დადგა. ორივე სროლა რომ ჩაეგდო, "რუსთავი" იმარჯვებდა, თუმცა ქვემოქართლელთა უკანახაზელმა მხოლოდ მეორე ტყორცნა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.
დამატებით დროში მასპინძლებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ.
"საინტერესო მატჩი გამოვიდა. შეხვედრის ბოლომდე ვიბრძოლეთ და მაყურებელთა მხარდაჭერით გავიმარჯვეთ. ამ სეზონში პირველად ვთამაშობდით რუსთავში და მოგება ძალიან გვინდოდა, რასაც მივაღწიეთ კიდეც.
ბოლო ეპიზოდში ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხვედრა გადაგვერჩინა და ეს მოვახერხეთ კიდეც. ძირითადი დროის ბოლო წამებზე ჯარიმა იყო თუ არა, ეს მსაჯებმა უკეთ იციან, რადგან მოედანზე იმყოფებოდნენ და რაც დაინახეს, შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს", - აღნიშნა "რუსთავის" მთავარმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა.
1-ლი აპრილი, ბათუმი
ბათუმი-ოლიმპი 86:63
29:20, 19:14, 20:16, 18:13
ბათუმი: ბ. ლეჟავა (7ქ, 4პ), ფევაძე (2ქ), მიქელაძე (11ქ, 3პ, 4ჩ), სტეფანიშინი (27ქ, 6მ, 5პ), თენიეშვილი (3ქ), რამიშვილი (9ქ, 3პ), ელიაძე, კრივცოვი (9ქ, 6მ, 3პ), ა. დვალიშვილი (14ქ, 11მ, 4ჩ), ფერიაშვილი (4ქ), მაისურაძე.
ოლიმპი: ბაინუმი (16ქ), აბულაძე (3პ), როგავა (5ქ, 6პ), გეგი ბაქრაძე (6ქ), დიდია (6ქ), კახა ტომარაძე (4ქ), გუგეშაშვილი (4ქ), სმიტი (12ქ, 13მ, 4პ), ფარღალავა (10ქ, 3პ).
"ბათუმი" "ოლიმპის" ძლევის შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს ყველაზე ადრე გაინაღდებდა. ესეც დამატებითი სტიმული იყო ზღვისპირელთათვის. მათ პირველივე მეოთხედში მოიპოვეს ცხრაქულიანი უპირატესობა და მშვიდად მივიდნენ სეზონის მე-16 გამარჯვებამდე.
მართალია, ბათუმელები ნახევარფინალში არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავი ქუდში აქვთ.
"გუნდმა კარგად ითამაშა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაშიც. უფრო მაღალი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგება. მოვემზადებით მომდევნო ტურისათვის, რომელიც "რუსთავთან" გველოდება", - კმაყოფილი იყო "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი.
2 აპრილი, თბილისი
მგზავრები-დინამო 82:89
19:22, 16:24, 27:16, 20:27
მგზავრები: გაგუა, უილიამსი (5ქ), ჯინჭარაძე (10ქ, 3პ), გრძელიძე (15ქ), კვანტალიანი, ცირეკიძე (7ქ, 7მ), ლომინაშვილი (12ქ, 5მ), ორმოცაძე (5ქ), რენსომი (21ქ, 6მ, 3პ), მერფი (7ქ, 5მ).
დინამო: შარაბიძე (10ქ), მაილსი (11ქ), ლონდარიძე (18ქ, 6მ, 2დ), მაჩალაძე (4ქ, 7მ, 3პ, 3ჩ), შვანგირაძე (8ქ), ბერიშვილი (10ქ, 6მ, 3პ), გოგოძე (1ქ), მაკალპი (10ქ, 5მ), კოვასევიჩი (17ქ).
"დინამოს" და "სოხუმს" ოთხეულში ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვებები სჭირდებოდათ. დინამოელებმა დიდი ბრძოლა გაუჩაღეს "მგზავრებს" და...
მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მანამდე კი დინამოელებმა 14-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს, რაც "მგზავრების" დიდი ბრძოლისა და შეუპოვრობის მიზეზი იყო.
ბოლო წუთებზე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, სანამ დინამოელი მიხეილ ბერიშვილი სამქულიანს, ებრიუ მაკალპინი კი ორქულიანს ჩააგდებდა. ამ ქულებმა დინამოელები მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე 83:78 დააწინაურა და შეხვედრის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გადაწყდა.
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია მათთვის, ვისაც ოთხეულში შესვლის შანსი აქვს. ყველა მატჩი ურთულესია. სამწუხაროდ, ბოლო 3 თამაშში მარცხი განვიცადეთ და მნიშვნელოვანია, რომ წაგებების სერია დავასრულეთ. გვქონდა შეცდომები, მაგრამ მიუხედავად ხარვეზებისა, გავიმარჯვეთ და ვეცდებით კვლავაც წარმატებით გავაგრძელოთ რეგულარული ეტაპი".
2 აპრილი, თბილისი
სოხუმი-აკადემია 83:70
27:17, 25:15, 14:18, 17:20
სოხუმი: მილერი (29ქ, 5მ, 5პ), ა. სმიტი (4ქ, 5პ), გივი ბაქრაძე (4ქ), კვეტენაძე (4ქ), ჯგერენაია (4ქ), ათუაშვილი (21ქ, 13მ, 3პ), ფაცაცია (15ქ, 16მ, 10პ), დ. დვალიშვილი, მირზიაშვილი (2ქ, 5მ).
აკადემია: კოკა ტომარაძე (17ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), ბოქოლიშვილი (18ქ, 7მ, 3პ), ღურწკაია (2ქ), ხუციშვილი, დარახველიძე, გოგნაძე (4ქ), ლომოური (10ქ, 3ჩ), ლობჟანიძე (3ქ), ფელჩერი (16ქ, 15მ, 4პ, 3ჩ).
როგორც უკვე დავწერეთ, ოთხეულში ადგილის შენარჩუნებისთვის "სოხუმს" "აკადემიასთან" გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა...
"ვიცოდით, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო და სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა ეს არც ისეთი იოლი აღმოჩნდა, როგორც ვფიქრობდით. "აკადემია" ძლიერი მეტოქეა.
დღეს ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება მივეცით და ყველა გამოვცადეთ. ახლა ვემზადებით "ქუთაისთან" მეტად მნიშვნელოვანი მატჩისთვის", - განაცხადა "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ.
სოხუმელებს ულიდერა ლევან ფაცაციამ, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი სამმაგი დუბლი მიითვალა. 29 ქულა აქვს ფილიპ მილერს, სერგო ათუაშვილმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა და 13 მოხსნა.
სუპერლიგის 25-ე ტური 8 და 9 აპრილს, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"