"ქუთაისი" მაყურებლების საქციელის გამო 2 ათასით დააჯარიმეს

AutoSharing Option
კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელმაც ა. წ. 18 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში "ქუთაისსა" და "მგზავრებს" შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა, რომელიც უკავშირდება ქუთაისის დარბაზში მაყურებელთა მხრიდან მატჩის მონაწილეთა მიმართ არაკორექტულ საქციელს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინციდენტი მაყურებელთა მხრიდან ქუთაისის დარბაზში უკვე მეორედ მოხდა, რის შემდეგაც ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა:

1) ქ. ქუთაისის სუპერლიგის საკალათბურთო კლუბს დაეკისროს ფულადი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2) მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, კლუბს განესაზღვროს სასჯელი: ორი მატჩის ჩატარება
საკუთარ დარბაზში მაყურებლის დაუსწრებლად და ფულადი ჯარიმა, რომელიც ძალაში შევა ავტომატურად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმას რატომ არ კითხულობთ რამ გადარია ეს გულშემატკივრები? უკვე 2 თამაშია მსაჯები ბოლო წამზე აძლევენ მოწინააღმდეგე გუნდს ჯარიმას, თანაც მაშინ, როცა სხვაობა ქულებში 1 ან 2 ქულაა და შანსს არ უტოვებენ ქუთაისს. ფედერაციას ის ურჩევნია მსაჯების კვალიფიკაციაზე და გადაცდომების დროს მათ მიმართ ადმინისტრაციულ ზომებზე იზრუნოს, ბოლო წლებია ფინალამდე გზას მსაჯები რომ გვიჭრიან. რა გულზე სკდებით ფედერაციაში ქუთაისს ყველაზე მეტი გულშემატკივარი და დამსწრე რომ ჰყავს... თუ ასე გეჩხირებათ ყელში ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, თქვენც შეეცადეთ თქვენი გუნდების პოპულარიზაციას თბილისში და იქნებ ერთი წელი მაინც ამსაჯოთ ქუთაისში გამოგზავნილი მსაჯები წესების მიხედვით და არა ფედერაციიდან დანაბარების მიხედვით
ფედერაციის....
16:37 08-04-2016
0

სიახლეები პოპულარული