"მგზავრებმა" "ოლიმპი" ანგარიშით 89:83 დაამარცხა, ხოლო "დინამომ" აუტსადერ "აკადემიას" ანგარიშით 94:66 სძლია.
ტური დღეს რუსთავში გასამართი შეხვედრით დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი "ბათუმს" მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ტურის პირველი მატჩი 8 აპრილს ქუთაისში გაიმართა, სადაც იმერულმა გუნდმა "სოხუმს" დრამატულ მატჩში 68:67 სძლია.