სუპერლიგა. XXVII ტური. "ქუთაისმა" "ბათუმს" მოუგო და ჩემპიონატში გალიდერდა

AutoSharing Option
გუშინ, 22 აპრილს, ძალიან პრინციპულ მატჩს უმასპინძლა ქუთაისმა. რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად მებრძოლმა გუნდებმა - "ბათუმმა" და "ქუთაისმა" - ქუთაისში ითამაშეს. პირველ ადგილზე მყოფ აჭარულ გუნდს ქუთაისელებმა 76:73 მოუგეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

ქუთაისელთა ბოლო ტურის მეტოქე "დინამოა", რომლის დამარცხების შემთხვევაშიც კოტე ტუღუშის გუნდი პირველობას გაინაღდებს და პლეი-ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება. ეს უპირატესობა ქუთაისელებმა დღეს "ბათუმის" დამარცხებით მიიღეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი პერიოდი მასპინძელმა ქუთაიელებმა 31:20 მოიგეს, თუმცა მომდევნო პერიოდში ბათუმელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ათწუთეულის 23:5 მოგებით
დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. მატჩი თანაბრად, ქულა-ქულა ბრძოლაში გაგრძელდა და ბოლო წუთებზე მეტად მობილიზებულმა მასპინძლებმა იმარჯვეს. გუნდური თამაშის წყალობით კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

ქუთაისელებს აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა - ზაურ ფაშაევმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. 10-10 ქულა მიითვალეს ბექა ბექაურმა და გიორგი ბარბაქაძემ. ბათუმელებში 15 ქულით ბომბარდირი ბესო ლეჟავა გახდა.

სუპერლიგის ბოლოსწინა, 27-ე ტური დღეს, 23 აპრილს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, "აკადემია" – "რუსთავის" მატჩით დასრუდება.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული