სუპერლიგა. ფინალი. IV მატჩი: ანგარიში გათანბრდა

AutoSharing Option
22 მაისს თბილისში სპორტის ახალ სასახლეში სუპერლიგის ფინალური დაპირისპირების მეოთხე მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" "ქუთაისს" უმასპინძლა და ანგარიშით 70:56 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "დინამომ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. გადამწყვეტი მატჩი კი 26 მაისს ქუთაისში გაიმართება.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა ქუთაისელთა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და ერთი პასი მიამატა. ქუთასიელთა რიგებში 10-ქულას მხოლოდ რიჩარდ მათიაშვილი მისწვდა.

"დინამოს" რიგებში 10-ქულიანი ბარიერი ერთბაშად 4-მა (შარაბიძე -13, შვანგირაძე -11, ბერიშვილი -14, კოვაჩევიჩი -15) კალათბურთელმა გადალახა. გარდა ამისა მატჩის ერთადერთი ორმაგი
დუბლი დინამოელმა გიორგი შარაბიძემ გაიფორმა. მის ანგარიშზ 13 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასია.

დინამო-ქუთაისი 70:56
(18:12, 14:22, 23:14, 15:8)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული