9 დეკემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-რუსთავი 91:67
28:17, 17:25, 18:14, 28:11
ქუთაისი: ბოისა (11ქ, 8მ), ქადარია (6ქ, 3მ), ცინცაძე (27ქ, 6მ, 12პ), ბარბაქაძე (2ქ), ბექაური (22ქ, 8მ), ცეკვავა (7ქ),ფაშაევი (2ქ), ჭეიშვილი, ბაბუნაშვილი, ლომოური (14ქ, 6მ).
რუსთავი: ლი (6ქ, 6პ), ჩაჩანიძე (9ქ), გოგობერიშვილი (8ქ), ჩემიაკინი (6ქ, 7მ), ათუაშვილი (6ქ), სპანოლო (16ქ, 8მ), ხმელიძე (1ქ), ქიტოშვილი (3ქ), ლორთქიფანიძე (5ქ), კასპერბაუერი (7ქ), გუგავა,
გადამწყვეტი. დიდთოვლობის გამო "რუსთავი" ქუთაისში მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩავიდა. ვერ გეტყვით, ეს
"რუსთავმა" მდგომარეობა მეორე მეოთხედში გამოასწორა და დიდ შესვენებამდე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა - 45:42. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მათ მთელი თამაშის განმავლობაში მიჰყავდათ ანგარიში, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის საწყისი წუთები გამოდგა, როცა "ქუთაისმა" მეტოქეს 10:0 გაქცევა მოუწყო და 17 ქულით დაწინაურდა - 73:56.
ასეთი სხვაობის შემდეგ მოგება უკვე ტექნიკის საქმე იყო, ქუთაისელებმა აღმაფრენით თამაში გააგრძელეს და საბოლოოდ 24-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.
სტატისტიკა არ ტყუის. "ქუთაისმა" მეტოქეს ძირითადად 3-წამიან ზონაში უკეთესი თამაშით აჯობა. ფარქვეშიდან და საშუალო დისტანციიდან მასპინძლებმა 56 ქულა დააგროვეს (62.2%), მაშინ, როცა მეტოქემ 12-ით ნაკლები ორქულიანი ჩააგდო (37.2%).
"ქუთაისს" მოხსნებშიც დიდი უპირატესობა ჰქონდა, 46-33-ის წინააღმდეგ. რუსთაველები მასპინძლებს ფარქვეშ რომ ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას, აქცენტს სამქულიან სროლებზე აკეთებდნენ, მაგრამ აქაც არ უმართლებდათ, საბოლოოდ მათ 27 მცდელობიდან ბურთი კალათში მხოლოდ 8-ჯერ მოათავსეს (29.6%), "ქუთაისმა" კი 13 მცდელობიდან 6 სამქულიანი გამოიყენა (46.2%).
გამორჩეული. მატჩის MVP უდავოდ გიორგი ცინცაძე გახლდათ. "ქუთაისელთა" გამოცდილი გამთამაშებელი მართლაც შეუდარებლად თამაშობდა. თავად ხომ შეუჩერებელი იყო და თანაგუნდელებსაც შესანიშნავი გადაცემებით ამარაგებდა. საბოლოოდ, ცინცაძემ 27 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ჩვეულებისამებრ კარგად ითამაშა ბექა ბექაურმა, რომელმაც ქუთაისელებს 22 ქულა მოუპოვა. ცინცაძემ და ბექაურმა არაერთი ლამაზი და შედეგიანი კომბინაცია შემოგვთავაზეს. ორივე საქართველოს ნაკრების წევრია და მათი კიდევ უფრო მეტად შეთამაშება ეროვნული გუნდისთვისაც კარგი იქნება. რუსთაველთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ტომი სპანოლო გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა მოუპოვა.
დავით კოხრეიძე
9 დეკემბერი, ბათუმი
ბათუმი-კაკტუსი 82:86
18:22, 18:26, 24:20, 22:18
ბათუმი: ჯინჭარაძე (22ქ, 7მ), ლეჟავა (13ქ, 8პ), თენიეშვილი, კრივცოვი (16ქ, 7მ), რამიშვილი (2ქ), მაისურაძე (5ქ), შემოსიუკი (13ქ, 5მ, 3პ), ფელჩერი (11ქ, 13მ).
კაკტუსი: უაითი (22ქ, 5პ), ჩიკვილაძე (15ქ, 3პ), ლოლიშვილი (9ქ), ბააკაშვილი (11ქ, 8მ, 9პ, 3ჩ), ლომიძე (4ქ), ფლოვიესი (25ქ, 16მ), 2დ).
გადამწყვეტი. "კაკტუსმა" მატჩი დამაჯერებლად დაიწყო, თუცა ადგილობრივ გულშემატკივრებს ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ "ბათუმი" თამაშის გამოსწორებასაც შეძლებდა და მეტოქესაც გაუსწრებდა.
იმედი განსაკუთრებით ბოლო წუთებზე გაჩნდა, როცა ბათუმელებმა 9-ქულიანი ჩამორჩენა ორამდე შეამცირეს: ჯინჭარაძის ჩატენვა და 80:82 საფინალო სირენამდე 1:24 წუთით ადრე.
თუმცა ეს იყო და ეს, კაკტუსელმა ფლოვიესმა 2+1 ჩააგდო და წუთით ადრე სხვაობა ხუთამდე გაზარდა. ერთი წუთი კი მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად არ ეყოთ.
სტატისტიკა არ ტყუის. მატჩის სურათზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ორი კომპონენტი: რეალიზებული სამქულიანები "ბათუმი" - 5, "კაკტუსი" - 11. და მეორე - ფარქვეშიდან ჩაგდებული ბურთები: "ბათუმი"- 54, "კაკტუსი" - 36.
გამორჩეული. როგორც ჩანს, ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა "კაკტუსის" წინახაზელმა ჯონ ფლოვიესმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 25 ქულა, 16 მოხსნა.
10 დეკემბერი, თბილისი
დინამო-სოხუმი 108:86
34:23, 24:20, 25:21, 25:22
დინამო: ბერნადრი (2ქ), ვონი (14ქ, 8პ), გრძელიძე (25ქ, 3პ, 4ჩ), ღურწკაია, ლონდარიძე (8ქ, 6მ, 2დ), მაჩალაძე (6ქ), ჭოჭუა (11ქ, 5მ), მარავიჩი (15ქ, 11მ, 4ჩ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ბერიშვილი (12ქ, 7მ), გოგოძე (12ქ, 4პ).
სოხუმი: კვეტენაძე (9ქ, 5მ, 3პ), ბერუაშვილი (5ქ), კოკა ტომარაძე (3ქ), ზაქრაძე (11ქ), ჯგერენაია (6ქ), დ. ბარბაქაძე (2ქ), ლათანი (13ქ, 4პ, 3ჩ), რიხლიუკი (5ქ, 6მ, 2დ), ბულიავა (15ქ), ზაბირჩენკო (5პ), ტიშენკო (17ქ, 5მ).
გადამწყვეტი. მიუხედავად იმისა, რომ "დინამო" ჯერაც დაუმარცხებელია, "სოხუმთან" მისი გამარჯვება წინასწარ არ იყო განსაზღვრული. თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო დროს სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს და კარგადაც გამოიყურებიან. ამ გუნდების დაპირისპირებები წინა წლებშიც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იყო.
ეს ყველაფერი კარგად გაიაზრეს დინამოელებმა და დიდი ყურადღებით მიუდგნენ "სოხუმთან" მატჩს. სწორედ ამიტომ იყო, პირველივე პერიოდში მოპოვებული უპირატესობა სტაბილური თამაშით რომ განავრცეს და საბოლოოდ სეზონში მე-9 გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი მეოთხედის შემდეგ დინამოელები 34:23-ს იგებდნენ. მეორე პერიოდის დასაწყისში კი მათმა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა.
სტატისტიკა არ ტყუის. საინტერესოა, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებზე მეტი შეცდომა დაუშვა - 25:21. ვერ ვიტყვით, რომ "დინამოს" სხვა კომპონენტებში ჰქონდა საგრძნობი უპირატესობა, გარდა ერთისა - 15 სამქულიანი ჩააგდო (32-დან), მაშინ, როცა "სოხუმმა" 22-დან 6 სამიანი გამოიყენა.
გამორჩეული. კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა "დინამოს" ქუთაისელმა ახალგაზრდამ, ლევან გრძელიძემ. მან დიდი როლი ითამაშა თანაგუნდელთა სასტარტო გაქცევაში - პირველ მეოთხედში ორ-ორი სამქულიანი და ორიანი ჩააგდო.
ასევე მისი დიდი წვლილი იყო, "დინამომ" მეტოქეს სამიანებში რომ აჯობა: ლევანმა 9-დან 6 სამიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 25 ქულამდე რომ ავიდა, ოქმშიც ნახავდით.
10 დეკემბერი, თბილისი
ოლიმპი-მგზავრები 87:70
15:20, 21:17, 26:12, 25:21
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (4ქ), ღუდუშაური (2ქ), ბურნეთი (11ქ, 10მ, 3პ), ბოლქვაძე, როგავა (16ქ, 5პ), გეგი ბაქრაძე (4ქ, 8მ), მიქელაძე (13ქ, 3პ), კახა ტომარაძე (18ქ), ნიკა ბაქრაძე, მასხულია (6ქ), გუგეშაშვილი, პიჩფორდი (13ქ, 6მ).
მგზავრები: ფხაკაძე (9ქ, 8მ), გაგუა (4ქ), ცირეკიძე (3ქ, 6მ), ლომინაშვილი (11ქ, 5მ), ტურძელაძე (6ქ), ქავთარაძე (10ქ, 6მ), ტეილორი (15ქ, 8მ, 7პ, 3ჩ), მერფი (12ქ, 6მ, 3პ).
გადამწყვეტი. მატჩის მსვლელობისას იყო მომენტი, როდესაც, შეგვიძლია ვთქვათ, თამაშის ბედი გადაწყდა, თუმცა გადამწყვეტი მაინც "მგზავრების" დანაკლისი იყო. "ოლიმპთან" არ უთამაშიათ წამყვან კალათბურთელებს: წივწივაძეს, კლერტონსა და ახლად დამატებულ პირეტსს.
თუმცა ამ ფაქტით"ოლიმპის" გამარჯვების დაკნინება არ შეიძლება - ბოლო მატჩებია, ოლიმპელები კარგ კალათბურთს უჩვენებენ და დაუფასდათ კიდეც. მათ მესამე პერიოდი 26:12 მოიგეს და არც მეოთხეში მიუციათ მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების საშუალება.
სტატისტიკა არ ტყუის. უკანახაზელთა დანაკლისი "მგზავრების" სტატისტიკაზეც აისახა. მათ 23 შეცდომა დაუშვეს ("ოლიმპმა" - 11). "მგზავრებმა" სეზონის ანტირეკორდიც დაამყარეს - 12-ჯერ სცადეს, მაგრამ სამქულიანი ერთხელაც ვერ ჩააგდეს, საკუთარ კალათში კი სამქულიანებიდან 36 ქულა მიიღეს.
გამორჩეული. ოლიმპელებზე ქულები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. გამოვარჩევთ მატჩის ბომბარდირს, კახა ტომარაძეს - 18 ქულა (5-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"