"ორჯერ ვესაუბრე ნიჭიერ ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს.
სამწუხაროდ, ძალიან რთული ზაფხული ექნება, რადგან სასწავლებელი გამოიცვალა. სწორედ კოლეჯის გამო ვერ შეძლებს ნაკრებთან შეერთებას და ევრობასკეტისთვის მომზადებას, თუმცა მითხრა, რომ ძალიან გაუხარდება, თუ მომავალ წელსაც დავუძახებთ და ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცემა.
ჩემთვისაც სასიამოვნოა, რომ მას აქვს
სერბულ "მეგაში" თამაშობს ტანმაღალი გოგა ბითაძე, რომლის აგენტსაც ორჯერ ვესაუბრე. გვსურს, გოგა ნაკრებში ვიხილოთ, გუნდთან ერთად იყოს მოსამზადებელ ეტაპზე, მაგრამ ამავე დროს, მისთვის სასარგებლო იქნება თავისი ასაკის ნაკრებში თამაში. უამრავი ნიუანსის გათვლით, ბითაძესთან დაკავშირებითაც სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
მართალია, წინა ხაზში დიდი კონკურენციაა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მნიშვნელოვანია მისი გუნდთან ადაპტაცია", - თქვა ზუროსმა.