მსოფლიო თასი 2019: "ევროვიზიამ" საქართველოს ნაკრებს გეგმა აურია

AutoSharing Option
კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები გერმანიაში 24 ნოემბერს გახსნის. სამ დღეში დაგეგმილი იყო თბილისური მატჩი სერბეთთან, მაგრამ წელს მსოფლიოს შესარჩევის შეხვედრას ჩვენი გულშემატკივარი საქართველოში ვეღარ იხილავს.

- საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში

ქართული მხარის თხოვნა ფიბას წარმომადგენლებმაც გაითვალისწინეს, სერბებმაც და მასპინძლობა გაგვიცვალეს. ასე რომ, 27 ნოემბერს სერბეთში ვითამაშებთ, სანაცვლოდ კი, თბილისში მომავალი წლის 29 ივნისს ვუმასპინძლებთ.

რა არის გაცვლის მიზეზი? - იკითხავთ. საქმე ისაა,
რომ 26 ნოემბერს თბილისში "ევროვიზია ჯუნიორი" გაიმართება. მას სპორტის სასახლე უმასპინძლებს...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები საკვალიფიკაციო G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 2019 წლის 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მსოფლიოს 32 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მგონი სწორად მოიქცნენ რადგან ივნისში თბილისურ თამაშში, რომელიც სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება, ზაზაც შეძლებს მონაწილეობის მიღებას, პირიქით რომ ყოფილიყო ნოემბერში ზაზა ვერ დაგვეხმარებოდა ( უბრალოდ არ გამოუშვებდნენ გუნდიდან) გასვლაზე კი ზაზასთან ერთად, თუ მის გარეშე, ალბათ ცოტა შანსი გვაქვს მოგების. ასე რომ, ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებაა, ევროვიზია კი საბაბად გამოვიყენეთ
დუდუ
15 ივნისი 2017 15:15
0
რატომ გჭირთ ერთნაირი მაინიები პუტინოიდებს?
შენც შენს ნაირი პუტინოიდი მსქროლავი ტროლივით ყველა სფეროს და საკითხის სპეციალისტი გახდი და ყველგან ეგლებით ორივენი. DDDDDDDDDD
tnghs
15 ივნისი 2017 13:54
0
უკეთესი არ არის, თუ სერბეთთან მეორე თამაშს შინ ვითამაშებთ??? მეტი შანსი გვექნება, უდავოდ...
tngh
15 ივნისი 2017 13:27
0
სპორტის სასახლეა თუ კულტურის სასახლე. სხვა ადგილები არ არის სიმღერის ჩასატარებლად. 2 გასვლითი მატჩი ზედიზედ, რთული დასაწყისი იქნება.
giga
15 ივნისი 2017 13:15
0
ისე როგორც ვიცი ეგ სპორტის სასახლე კერძოა და საერთოდაც ერთი მაგარი სპორტის სასახლე არაწყენდა ქვეყანას.
quTaiseli
15 ივნისი 2017 12:49
0
ბლექ სი არენა ტყუილად არსებობს?
ლაშა
15 ივნისი 2017 12:46
0
გარეული მოვიდა ,შინაური გააგდოვო.სპორტის სასახლეს ისეთი აკუსტიკა აქვს,დიქტორის ლაპარაკიც ცუდად გაირჩევა ,არა თუ სიმღერა და თანაც ეს სპორტის სასახლეა.ევროვიზია ფილარმონიაში ჩაატარეთ.
სოსო
15 ივნისი 2017 12:26
0
2 სპორტის სასახლე არ გვაქ ?
ნოდო
15 ივნისი 2017 12:21
0
Sportis sasaxle sportuli gonisdziebebistvis aris da ara simgeris konkursebistvis. Yvelafershi ukugmartebi rogor unda viyot. Neta vin miigo es gadawyvetileba?
giorgi
15 ივნისი 2017 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული