საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრებმა "ლიონინგთან" წააგო

AutoSharing Option
ჩინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა B ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. მეტოქე ისევ ის გუნდი გახლდათ, რომელთანაც ქართველებმა წინა შეხვედრა 6 ქულით დათმეს. ჩინეთის ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა "ლიონინგმა" ამჯერად უფრო დამაჯერებლად იმარჯვა.

პირველი პერიოდი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 3 ქულით - 22:19 მოიგეს, თუმცა მეორეში უპირატესობა გაზარდეს და დიდ შესვენებაზე უკვე 11 ქულით ლიდერობდნენ.

დავით უსტიაშვილმა განაცხადში მყოფი 12-ვე კალათბურთელი ათამაშა და მათ დრო თითქმის თანაბრად გადაუნაწილა. ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი 10 ქულითა და 6 მოხსნით მიხეილ ჭოჭუა გახლდათ. 9-9 ქულა
მოაგროვეს ბესო ლეჟავამ, სერგო ათუაშვილმა და ნოდარ გოგოძემ. ნოდარს ასევე 5 პასი დაუგროვდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

საბოლოოდ, "ლიონინგმა" 88:71 იმარჯვა. საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნებამდე კიდევ ერთ მატჩს გამართავს.

ლიონინგი - საქართველო B 71:88
22:19, 20:12, 20:16, 26:24

საქართველო
გამყრელიზე 20 წუთი, 2 მოხსნა, 2 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა
ლეჟავა 19 წ, 9 ქ, 2მ, 2პ, 2 ჩ
ჭოჭუა 20 წ, 10 ქ, 6 მ
დვალიშვილი 20 წ, 6 ქ, 4 მ
ლონდარიძე 15 წ, 2 ქ, 4 მ, 2 დაფარება

როგავა 20 წ, 7 ქ, 3 მ
კახა ტომარაძე 13 წ, 4 ქ, 2 მ
ზაქრაძე 13 წ, 2 ქ
ათუაშვილი 12 წ, 9 ქ, 2 დ
გოგოძე 21 წ, 9 ქ, 5 პ
ლომოური 17 წ, 3 ქ, 3 პ, 2 მ
ბულიავა 10 წ, 8 ქ, 6 მ

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამტრელიძეს სულ ორიანები რომ აქვს ,ორიანზე ითამაშა?
სოსო
23:35 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული