"რუმინეთთან მატჩში გარკვეული შეცდომები გვქონდა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ და შევეცდებით მომავალ შეხვედრაში ეს შეცდომები გამოვასწოროთ.
ძალიან დიდი როლი ითამაშა ზაზას არ ყოფნამ და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩში დაგვეხმარება.
რაც შეეხება ბოსნიას, ის ძალიან ძლიერი გუნდია და პირველი მატჩიც მოგებული აქვს. ბოსნიასთან შეხვედრაში თავს არ დავზოგავთ და დანარჩენი ვნახოთ რა იქნება", - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის მეორე შეხვედრას იგორ კოკოშკოვის გუნდი 21
ევრობასკეტზე მოსახვედრად, შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, რუმინეთთან, ლატვიასთან, ბოსნიასთან და ჰოლანდიასთან ერთად მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მიზანი საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრაა, თუმცა სლოვენიაში გასამართ ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მესამე ადგილზე გასულ გუნდებსაც აქვთ
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთი ძლიერი გუნდია და წინააღმდეგობაც გაგვიწია