საქართველო VS ლატვია - რაც უფრო სავსე იქნება "სპორტის სასახლე"...

AutoSharing Option
24 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში D ჯგუფის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, ლატვიას დაუპირისპირდება.

ცნობილია მსაჯთა ვინაობა: ხრისტოს ხრისტოდულუ (საბერძნეთი), სინიშა ჰერცეგი (ხორვატია) და ერშან ქართალი (თურქეთი).

მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა, რომლის დასრულებისთანავე საშუალება მოგვეცა, კალათბურთელებს გავსაუბრებოდით.

* * *

გიორგი ცინცაძე:
- ბოსნიაში გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა. მატჩი ჩვენი უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეტოქე ძლიერი იყო და თამაშის გამოსწორება შეძლო. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, თუმცა იქამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანა.

- მაინც
რის ხარჯზე მიაღწიეთ წარმატებას?

- გუნდურად ვითამაშეთ. თავისი საქმე ყველამ კარგად შეასრულა. თითოეული კალათბურთელი შეტევაში პასს არ აგვიანებდა. ამას არ შეიძლებოდა, შედეგი არ მოჰყოლოდა.

- ლატვიის ნაკრების წლევანდელი მატჩები ხომ არ გინახავთ?
- ჯერ არა, საღამოს განვიხილავთ (შეხვედრის წინა საღამოს). ბალტიისპირეთში ვთამაშობდი და ლატვიის ნაკრების წევრთა უმეტესობას ვიცნობ.

ვიცი, ვინ როგორ სტილში თამაშობს. ვიდეოგანხილვისას უკეთესად გავიცნობთ. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ ისინი თამაშს უკანახაზელებზე აგებენ, ყველას შეუძლია პერიმეტრიდან ტყორცნა. ამისთვის მზად ვართ.

* * *
თორნიკე შენგელია:
- ლატვიასთან მატჩის მნიშვნელობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული. იმედი გვაქვს, გულშემატკივარიც დაგვეხმარება. რაც უფრო სავსეა არენა, მით მეტი ხალისით ვთამაშობთ.

საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ორჯერ გავიმარჯვეთ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს. ამისთვის მომდევნო შეხვედრებში მეტი მობილიზება გვჭირდება.

- ბოსნიაში მომავალ თანაგუნდელ მირზა ტელეტოვიჩს თუ გაესაუბრე?
- მას ამერიკაში არ შევხვედრივარ. სარაევოში, მატჩამდე კი ერთმანეთი გავიცანით. თუმცა ბევრი არ გვილაპარაკია.

ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ტურნირი
საქართველოს ნაკრების მატჩები
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

D ჯგუფი

ა გ თ მ წ სხ ქ
1. ბოსნია 3 2 1 289/269 5
2. საქართველო 2 2 0 176/159 4
3. ლატვია 2 1 1 169/157 3
4. რუმინეთი 2 1 1 154/164 3
5. ჰოლანდია 3 0 3 243/282 3

ლატვიელთა დამრტყმელი ძალა უკანა ხაზია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აინარს ბაგაცკისი: საქართველო ველურ-ორგანიზებულ კალათბურთს თამაშობს
ვიქტორ სანიკიძე: ლატვია ბოსნიაზე ბევრად დალაგებულ თამაშს აჩვენებს
ზაზა ფაჩულია: ვიმედოვნებ, ტრავმა თამაშში ხელს არ შემიშლის
გიორგი შერმადინი: ჩვენს გულშემატკივარს იმედები უნდა გავუმართლოთ
მანუჩარ მარკოიშვილი: ლატვიასთან მაქსიმალური მობილიზება გვმართებს
ჯეიკობ პულენი: დარწმუნებული ვარ, ლატვიასთანაც მოვიგებთ
საქართველო-ლატვიას ხუთმატჩიანი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერშან ქართალი - ქართალი რამდენადაც ვიცი მეგრულად თბილისელს ნიშნავს :)
gizo
11:12 24-08-2012
0
არ ან ვერ ვიხარჯებიტ ყოველი ჩვენთაგანი,თავთავიანთ,ცალკეულის,ჩვენს საქმეში.გვავიწყდება უბრალო ჭეშმარიტება.საქმის ფლობა და ამ საქმით დასაქმებულის ბოლომდე ხარჯვაა საწინდარი ჩვენი მსუყე ყოფის,მატერიალურად და კარგად ყოფნის,სულიერად,თვითეულის და ყველას ერთად.ასე ამბობდა ბუმბერაზი ქართველი,სახელში სწერია
Mamardashvili
14:11 24-08-2012
0

სიახლეები პოპულარული