აინარს ბაგაცკისი: ქართველებმა იციან მეტოქის შეცდომების გამოყენება

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების თავკაცმა აინარს ბაგაცკისმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ შეხვედრაზეც ილაპარაკა და საკუთარ გუნდზეც:

”ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ ჩვენს რიგებში არაფერი შეცვლილა, ყველა ჯანმრთელად და სათამაშოდ მზადაა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მივცეთ საქართველოს ნაკრებს ჩვეულად გარჯის საშუალება, რადგან მათ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

ჩვენს მეტოქეს ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი კალათბურთელები, რომლებიც თამაშს აგრესიულად იწყებენ და კარგად ეხერხებათ მოწინააღმდეგეთა შეცდომბის გამოყენება.

თბილისში პირველი შეხვედრა ბოლო წამებზე ფორტუნამ კი არ წაგვაგებინა, არამედ მარცხის მიზეზი ჩვენივე შეცდომები იყო - ბევრი
ისეთი ტყორცნა ავაცილეთ, რომლის ჩაგდებაც სავალდებულო გახლდათ.

ამჯერად, ვფიქრობ ქართველები ეცდებიან თამაში დაამშვიდონ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შეტევას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გუნდში კარგი მიზანის მქონე კალათბურთელები არიან. მათთან გამკლავება იოლი არ იქნება. ამისთვის საჭიროა 40 წუთის განმავლობაში მობილიზებულები ვიყოთ და ვიბრძოლოთ”
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლატვია VS საქართველო - ვინ შეასწრებს სლოვენიაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული