მატჩი არ იქნება იოლი. ის კი არა, ლატვია ფავორიტად მიიჩნევა, რაც გასულ ტურებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით არცაა გასაკვირი.
ბალტიისპირელებმა რიგაში იოლად დაამარცხეს ის ბოსნია, რომელმაც 5 სექტემბერს თბილისში მოგვიგო.
შედეგები ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
შეხვედრის დაწყებამდე რიგაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით.
- წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რისთვისაც მთელი მობილიზებით ვემზადებით.
- როგორი სიტუაციაა გუნდში, ტრავმირებულები ხომ არ გყავთ?
- თბილისში დარჩა ნიკა მეტრეველი, რომელიც მოიწამლა და მაღალი სიცხე ჰქონდა. ექიმების და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, მეტრეველი ლატვიაში არ წამოვიდა, ის თბილისშია და რეაბილიტაციას გადის.
რაც შეეხება გუნდის დანარჩენ წევრებს, ყველანი მწყობრში არიან.
ზაზა ფაჩულიას ტრავმირებული ფეხი ცოტათი კი აწუხებს, მაგრამ ის დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
- რას იტყვით ლატვიის ნაკრებზე?
- ლატვია ბოსნიასთან შედარებით განსხვავებული სტილის გუნდია, მაგრამ სიძლიერით არანაკლებია. ლატვიელებს არ ყავთ ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორიც ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩია. ან თუნდაც ზაკ რაიტი.
ლატვია დაბალანსებული გუნდია, თუმცა რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი ბალტიისპირელებსაც ჰყავთ.
ჩვენთვის დღეს ძალიან რთული მატჩი იქნება და მედგარი ბრძოლა მოგვიწევს, რისთვისაც მზად ვართ და მჯერა, რომ წარმატების მიღწევას მოვახერხებთ.
იბეჭდება მცირე ცვლილებით
WWW.GBF.GE
ასევე იხილეთ:
ლატვია VS საქართველო - ვინ შეასწრებს სლოვენიაში?
აინარს ბაგაცკისი: ქართველებმა იციან მეტოქის შეცდომების გამოყენება
ქართულ-ლატვიური საკალათბურთო დაპირისპირების ისტორია