* * *
ქართველები და ლატვიელები ერთმანეთის წინაშე პირველად 1941 წელს, ტარტუში რვა ქალაქის პირველობაზე წარდგნენ. რიგელებმა თბილისელებთან დათმეს.
მას მერე საბჭოთა პირველობებზე ჩვენი გუნდები ერთმანეთს 1990 წლამდე ებრძოდნენ.
90-იანებში ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ერთმანეთში ექვსჯერ ითამაშა. ანგარიშია 3:3.
* * *
ქართულ კალათბურთში ოქროს ერა 1945-დან 1954 წლებში იდგა. დროის ამ მონაკვეთში თბილისის "დინამო" ოთხჯერ გახდა საბჭოეთის ჩემპიონი. შემდეგ კი ეს ჯილდო რიგის ასკ-ს
60-იან წლებში ქართველები ყოველთვის საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ, 1968 წელს კიდევ ერთხელ მოიპოვეს ჩემპიონობა. 70-იანებში კი ერთადერთი მედალი მოიგეს (1977 წელს, ბრინჯაო).
გადავხედოთ ისტორიულ სტატისტიკას: ლატვია-საქართველო (საბჭოთა პერიოდში): ასკ-"დინამო" 18:22, ასკ-"ბურევესტნიკი" 13:9, "ვეფ რიგა"-"დინამო" 18:39, "ვეფ რიგა"-"ბურევესტნიკი" 17:5, ლატვია-საქართველო (ქალაქებისა თუ სხვა ნაკრებები) 2:3."
ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი
24.08.2012, თბილისი
საქართველო-ლატვია 79:76
ამხანაგური მატჩები
24.08.2011, ვენტსპილსი
ლატვია-საქართველო 84:73
22.08.2011, რიგა
ლატვია-საქართველო 79:83
27.08.2008, რიგა
ლატვია-საქართველო 72:80
ევრობასკეტი 1999-ის შესარჩევი
25.02.1998, ვენტსპილსი
ლატვია-საქართველო 99:63
24.02.1999, თბილისი
საქართველო-ლატვია 96:98
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლატვია VS საქართველო - ვინ შეასწრებს სლოვენიაში?