13 და 14 აგვისტოს ჩვენი გუნდი ამხანაგურად ბოსნიას ორჯერ გაეჯიბრება.
13 აგვისტოს შეხვედრა 21:00 საათზე სწორედ იმ მოედანზე გაიმართება, რომელზეც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ხუთ თამაშს ჩაატარებს - ქალაქ ცელიეში.
როგორც იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა გვითხრა, გადაწყვეტილია, რომ ბოსნიასთან ნატურალიზებული რიკი ჰიკმანის დებიუტი შედგება.
ბოსნიელებს საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეხუთედ და მეექვსედ დაუპირისპირდება.
აქამდე 1995 და 2012 წლებში შესარჩევ ეტაპზე მათ ორ-ორჯერ ვეთამაშეთ და საერთო ანგარიში 2:2-ია.
იმედი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"