მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმის გამო ბოსნიასთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
14 აგვისტოს, ბოსნიასთან მეორე საკონტროლო მატჩში, მანუჩარ მარკოიშვილი არ ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 13 აგვისტოს, ბოსნიასთან შეხვედრის მეორე მეოთხედში ფეხი იტკინა და თამაში აღარ ჩაუმთავრებია, ხოლო 14 აგვისტოს ჩვენი გუნდის ექიმები და სამწვრთნელო შტაბი მის დატვირთვას ერიდებიან.

"მანუჩარს ფეხი ბოლომდე მწყობრში არ აქვს და გადავწყვიტეთ, დღევანდელ მატჩში არ დავტვირთოთ, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ" - გვითხრა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ, რომელსაც მაშინ შევეხმიანეთ, როცა ეროვნული გუნდი პოდჩეტრტეკიდან ლუბლიანაში მიემგზავრებოდა.

"პოდჩეტრტეკში შეკრება დავასრულეთ და 15 აგვისტოს საფრანგეთში, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის
მისაღებად გავემგზავრებით.

ახლა ლუბლიანაში მივდივართ, სადაც სასტუმროში დავბინავდებით, ხოლო საღამოს იესენიცეში ბოსნიასთან სათამაშოდ გავემგზავრებით. თამაშიდან ლუბლიანაში დავბრუნდებით, ღამეს გავათენებთ და დილას გეზს საფრანგეთისკენ ავიღებთ".


შეგახსენებთ, რომ ბოსნია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
საქართველო-ბოსნია 63:68 - რიკის ჰიკმანის ორი ათიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული