ჯეიკობ პულენი "ბარსელონაში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენი კატალონიურ გრანდ "ბარსელონაში" ჩაირიცხა.

პულენმა, რომელმაც გასული სეზონი იერუსალიმის "ჰაპოელსა" და ბოლონიურ "ოკნოპლასტში" გაატარა, ესპანურ გრანდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იტალიურ გუნდში პულენი საშუალოდ 22.4 ქულას, 1.8 მოხსნას, 1.9 პასს და 1.6 ჩაჭრას აგროვებდა.

ისრაელის ჩემპიონატში მისი საშუალო მონაგარი 12.6 ქულა, 1.5 მოხსნა, 4.0 პასი და 1.1 ჩაჭრა გახლდათ.

ჯეიკობ პულენმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.

ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი შესარჩევი ტურნირის მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საშუალოდ 16.4 ქულას,
2.0 მოხსნას და 2.9 პასს აგროვებდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული