მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ახალი გუნდის შენება დაიწყო, რომელსაც ახალი სტრატეგია და ახალი ლიდერები გამოუჩნდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძირითადის მოთამაშეებს სათადარიგოებიც სათანადოდ ეხმარებიან (მწვრთნელი დროს აძლევს) და საქმეც კეთდება. თუ არ გჯერათ, მატჩის ოქმს გადახედეთ - მართალია ამხანაგურად, მაგრამ დავამარცხეთ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების აქტიურ ფაზაში მყოფი სერბეთი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საქართველოს ნაკრების მიერ
კოკოშკოვმა მოედანზე რიკი ჰიკმანის გაყვანა არ გარისკა, რადგან ბოსნიასთან ამასწინანდელ მატჩში კოჭი გადაუბრუნდა და ბოლომდე არ მოუშუშებია. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი (ბოსნიასთან დაისვენა, ფეხი აწუხებდა), რომელმაც სერბებს 11 ქულა ჩაუგდო. აქედან 6 - შორეული ტყორცნების შედეგი იყო.
საერთოდ, ქართველებმა 12 სამქულიანი გამოიყენეს (29-დან). სწორედ ეს გახდა წარმატების საწინდარი. მეორე პერიოდში სერბეთმა 17:0 გაქცევა მოაწყო და 16 ქულით გაგვასწრო (36:20), სწორედ ამის შემდეგ გაიხსნა სამქულიანი ფრონტის ხაზი და მესამე პერიოდში ანგარიში არა მარტო გავათანაბრეთ, მეტოქეს გავასწარით კიდეც.
მეოთხე რაუნდის დასაწყისში გიორგი ცინცაძემ ორი სამქულიანი ერთმანეთს მიაყოლა, თანაგუნდელებიც გაიხსნენ და ქართველები 72:62 დაწინაურდნენ. საფინალო სირენამდე 1:23 წუთით ადრე 10 ქულიანი სხვაობა დიდი უპირატესობაა, მაგრამ მეტოქე "განწირულ" სამქულიანებზე გადავიდა, ორი ჩააგდო და სხვაობა ჯერ ოთხამდე დაიყვანა, შემდეგ ორამდეც შეამცირა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში (15 წამით ადრე) ვიქტორ სანიკიძემ ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა (73:70), მეორე აუცდა, შეტევაში ბურთი გიორგი შერმადინმა მოხსნა და ცინცაძეს გადააწოდა.
ბალკანელები ცინცაძეზე უმალ დაჯარიმდნენ და ჩვენი გამთამაშებლის ორი ზუსტი ტყორცნა კეთილი ზღაპრის ბოლოს დასმულ წერტილს უდრიდა.
სანიკიძე მატჩის ბომბარდირი გახდა (19 ქულა), შერმადინმა ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი მოხსნა (12), ხოლო ცინცაძემ პასებში (5) ყველას აჯობა, ქულებში მეორე იყო - 17.
კიდევ ერთის თქმა შეიძლება თამამად - ლევან ფაცაცია ხუთეულში ღირსეულად ჩაეწერა.
ანტიბის ტურნირზე მორიგი მატჩი 17 აგვისტოს გველის. საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 22:30 საათზე მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.
16 აგვისტო. ანტიბი. საფრანგეთი
საქართველო-სერბეთი 75:71
14:17, 13:25, 26:10, 22:19
საქართველო: ცინცაძე (34 წთ, 17ქ, 3მ, 5პ, 4ჩ), მარკოიშვილი (32 წთ, 11ქ, 4მ, 2პ, 3ჩ), ფაცაცია (25 წთ, 6ქ, 3პ), სანიკიძე (19ქ, 6მ, 2დ), შერმადინი (28 წთ, 7ქ, 12მ); სანაძე (15 წთ, 3ქ, 3მ), ცქიტიშვილი (14 წთ, 2ქ, 3მ), ბურჯანაძე (8 წთ, 3ქ), ლეჟავა (10 წთ, 4ქ), ფხაკაძე (4 წთ, 3ქ).
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (12ქ), ბიელიცა (8ქ), მარკოვიჩი (3ქ, 7მ), კალინიჩი (2ქ), ნენად კრსტიჩი (14ქ, 2მ); ნემანია კრსტიჩი, დანგუბიჩი, მიტროვიჩი (4ქ), ანჩუსიჩი (34ქ), შტიმაცი (10ქ), მიჩიჩი (5ქ).
I პერიოდი
09:43 კრსტიჩი (სერბ) 2ქ 2:0
08:41 კრსტიჩი (სერბ) 2+1ქ 5:0
08:30 შერმადინი (საქ) 2/1ქ 5:1
08:12 ბიელიცა (სერბ) 2ქ 7:1
07:02 კალინიჩი (სერბ) 2ქ 9:1
06:40 მარკოიშვილი (საქ) 2ქ 9:3
05:53 ბიელიცა (სერბ) 2ქ 11:3
04:51 სანიკიძე (საქ) 3ქ 11:6
04:35 კრსტიჩი (სერბ) 2ქ 13:6
03:32 ცინცაძე (საქ) 2ქ 13:8
02:14 სანიკიძე (საქ) 3ქ 13:11
01:26 შტიმაცი (სერბ) 2ქ 15:11
01:14 სანაძე (საქ) 2+1ქ 15:14
00:00 შტიმაცი (სერბ) 2ქ 17:14
II პერიოდი
09:18 ფხაკაძე (საქ) 3ქ 17:17
09:13 მიჩიჩი (სერბ) 2ქ 19:17
07:02 მარკოიშვილი (საქ) 3ქ 19:20
06:38 შტიმაცი (სერბ) 2ქ 21:20
06:13 შტიმაცი (სერბ) 2ქ 23:20
05:57 ბოგდანოვიჩი (სერბ) 3ქ 26:20
05:04 ანჩუსიჩი (სერბ) 3ქ 29:20
04:39 ანჩუსიჩი (სერბ) 1+1ქ 31:20
04:18 კრსტიჩი (სერბ) 2ქ 33:20
03:29 ბოგდანოვიჩი (სერბ) 3ქ 36:20
02:31 ლეჟავა (საქ) 3ქ 36:23
01:42 მიტროვიჩი (სერბ) 1+1ქ 38:23
01:27 შერმადინი (საქ) 2ქ 38:25
01:12 მიტროვიჩი (სერბ) 2ქ 40:25
00:58 შერმადინი (საქ) 1+1ქ 40:27
00:09 ბიელიცა (სერბ) 2ქ 42:27
III პერიოდი
09:44 სანიკიძე (საქ) 2ქ 42:29
09:07 შტიმაცი (სერბ) 2ქ 44:29
08:48 ფაცაცია (საქ) 3ქ 44:32
08:31 მიჩიჩი (სერბ) 2ქ 46:32
08:09 სანიკიძე (საქ) 2ქ 46:34
07:53 ბიელიცა (სერბ) 2ქ 48:34
05:40 ფაცაცია (საქ) 3ქ 48:37
05:28 სანიკიძე (საქ) 2ქ 48:39
04:47 ცინცაძე (საქ) 1+1ქ 48:41
03:24 სანიკიძე (საქ) 2ქ 48:43
03:01 მარკოიშვილი (საქ) 3+1ქ 48:47
02:38 კრსტიჩი (სერბ) 2ქ 50:47
02:10 მარკოიშვილი (საქ) 2ქ 50:49
01:56 ანჩუსიჩი (სერბ) 1+1ქ 52:49
01:19 ცინცაძე (საქ) 1+1ქ 52:51
00:52 ცქიტიშვილი (საქ) 2ქ 52:53
IV პერიოდი
08:51 ლეჟავა (საქ) 2/1ქ 52:54
08:23 ცინცაძე (საქ) 3ქ 52:57
08:06 ბოგდანოვიჩი (სერბ) 2ქ 54:57
07:41 ცინცაძე (საქ) 3ქ 54:60
07:41 ბოგდანოვიჩი (სერბ) 1+1ქ 56:60
07:17 ბურჯანაძე (საქ) 3ქ 56:63
06:42 ცინცაძე (საქ) 3ქ 56:66
05:57 ანჩუსიჩი (სერბ) 3ქ 59:66
04:10 შერმადინი (საქ) 1+1ქ 59:68
03:54 სანიკიძე (საქ) 1+1ქ 59:70
03:37 კრსტიჩი (სერბ) 2ქ 61:70
02:51 კრსტიჩი (სერბ) 2/1ქ 62:70
01:23 სანიკიძე (საქ) 2ქ 62:72
01:11 ანჩუსიჩი (სერბ) 3ქ 65:72
00:34 მარკოვიჩი (სერბ) 3ქ 68:72
00:20 ბოგდანოვიჩი (სერბ) 2ქ 70:72
00:15 სანიკიძე (საქ) 2/1ქ 70:73
00:12 ცინცაძე (საქ) 1+1ქ 70:75
00:06 მიჩიჩი (სერბ) 2/1ქ 71:75
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"