მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა, ევროპაში ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა დუშან ივკოვიჩმა.
"ანტიბის ტურნირი ძალიან ცუდად დავასრულეთ. ქართველებთან მატჩში სათანადოდ მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ, რაც წაგებად დაგვიჯდა. ამ შეხვედრიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
კარგი გაკვეთილი იყო და გვეცოდინება, რომ გამარჯვება მაშინ მოდის, როდესაც მაქსიმალურად იხარჯები.
ამ წაგებამ მიწაზე დაგვანარცხა, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, რათა თავი ავწიოთ და ევროპის ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შევხვდეთ.
საწყის ნახევარში საპრეტენზიო არაფერი
ამასთან, ზონური დაცვა ვერაფრით დავაყენეთ და სამწამიან ზონაშიც სუსტად გამოვიყურებიდთ, რასაც მხოლოდ კაპიტან ნენად კრსტიჩს ვერ დავაბრალებ. შედეგად, გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა და მათ ეს სრულიად დაიმსახურეს.
საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლა და საწადელს მიაღწია. იგორ კოკოშკოვის გუნდი ქების ღირსია".
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველო-სერბეთი 75:71 - ასეთი ტიტულოვანი მეტოქე ჯერ არ დაგვიმარცხებია!
ნამუსიანი კაცი კოკოშკოვის გაგდებას არ უნდა მოითხოვდეს.