საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი თბილისში 20 აგვისტოს, გამთენიისას, საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. საქართველოს ნაკრები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა.

ეროვნული ნაკრები 20 აგვისტოს დაისვენებს, ხოლო 21 აგვისტოდან ვარჯიშებს განაახლებს.

საქართველოს ნაკრები თბილისში 23 აგვისტომდე დარჩება, 24-ში, გამთენიისას კი გეზს ისრაელისკენ აიღებს, სადაც მორიგ საკონტროლო მატჩებს გამართავს.

ისრაელიდან ნაკრები ლიტვაში გაემგზავრება ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად და 2 სექტემბერს სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ჩარტერული რეისით ჩავა.

20 აგვისტოს საქართველოს ნაკრები მასმედიისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გმადლობთ ყურადღებისათვის!
gizo
10:03 21-08-2013
0
"საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი თბილისში 20 აგვისტოს, გამთენიისას, საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. საქართველოს ნაკრები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა.

ეროვნული ნაკრები 19 აგვისტოს დაისვენებს, ხოლო 20 აგვისტოდან ვარჯიშებს განაახლებს".
რაღაცა დროში აღრევაა.
gizo
17:17 20-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული