საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ელიათში მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა ისრაელთან და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში - ანგარიშით 74:73 გაიმარჯვა.

მატჩის ბოლო წუთზე ვიქტორ სანიკიძემ სამქულიანით 70:72 დაწინაურა ქართველები, თუმცა ომრი კასპიმ სამქულიანითვე უპასუხა და საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე მასპინძლები 73:72 დაწინაურდნენ.

მატჩის ბედი რიკი ჰიკმანმა გადაწყვიტა, რომელმაც დასრულებამდე 6 წამით ადრე შორეული ორქულიანით ქართველები 74:73 დააწინაურა.

ებრაელთა გადამრჩენელი 3-ქულიანი იმავე კასპიმ შეასრულა, თუმცა არაზუსტად...

საქართველო და ისრაელი 28 აგვისტოს მორიგ საკონტროლო მატჩს ქალაქ ჰაიფაში გამართავენ.

ეს ფოტო gbf.ge-ს ექსკლუზიურად მიაწოდა
ებრაელმა ჟურნალისტმა იარონ არბელმა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯი-გრე-ბოოო!!!
tazo
21:39 26-08-2013
0
ნეტა ამ გუნდს ზაზა და თოკო ყავდეს
paata
22:14 26-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული