სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები ანგარიშით 75:77 დამარცხდა. 10-ქულიან ზღვარს საქართველოს ეროვნული გუნდიდან სამი კალათბურთელი გადასცდა: გიორგი ცინცაძემ 19 ქულა ჩაიწერა აქტივში, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ 18 ქულა ჩააგდო, რიკი ჰიკმანმა კი მეტოქეს სულ 15 ქულა ჩაუგდო.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს საქართველომ ისრაელი ანგარიშით 74:73 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს გამართავენ.