ჩვენი ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა და ანგარიშში უპირატესობა დიდ შესვენებამდე არ დაუთმია. პირველი პერიოდი იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა 20:14 მოიგეს, ტაიმი კი 17-ქულიანი სხვაობით მოიგეს (39:22).
მოედანზე ყველაზე შედეგიანი ჯერჯერობით ვიქტორ სანიკიძეა, რომელსაც 11 ქულა და 3 მოხსნა აქვს. 8 ქულა შესძინა გუნდს მანუჩარ მარკოიშვილმა.