საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პოლონეთთან გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
4 სექტემბერს, სლოვენიაში დაწყებულ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა პოლონეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 17-ქულიანი უპირატესობით - 84:67 დაამარცხა.

ჩვენი ნაკრები პირველ მეოთხედშივე დაწინაურდა და ანგარიშში უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აღარც დაუთმია.

პირველი პერიოდი იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა 20:14 მოიგეს, ტაიმი კი 39:22 დაასრულეს. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე პერიოდი ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს (16:15), ბოლო კი ასეთივე სხვაობით დათმეს (29:30) და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყველაზე შედეგიანი მოედანზე ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 23 ქულასა და 6
მოხსნას მოუყარა თავი. 18 ქულა მიითვალა მანუჩარ მარკოიშვილმა, 13 ქულა და 9 მოხსნით კი გიორგი შერმადინი გამოირჩა.

Sportall.Ge

ევრობასკეტის C ჯგუფის ჯგუფში I ტურის დანარჩენი შეხვედრები: ესპანეთი-ხორვატია და ჩეხეთი-სლოვენია მოგვიანებით გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს, ხორვატებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარეთ და გაგვახარეთ ლომებო!!!!!!!!! ამათ შენგელიაც რომ ყავდეთ დაგლეჯდნენ
nodarichi123
18:21 04-09-2013
0
გილოცავტ... ეგრე გააგრძელეთ
david
18:27 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული