ვიქტორ სანიკიძე: ხორვატებთან მატჩში უპირატესობა ჩვენს მხარესაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ ხორვატიის ეროვნულ გუნდთან ევრობასკეტ 2013-ის C ჯგუფის მეორე მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"დღეს უფრო რთული შეხვე
დრა გველის, ვიდრე პოლონეთთან იყო, რადგან მეტოქემ ნახა ჩვენი თამაში და შეისწავლა; მაგრამ ჩვენც ვნახეთ მათი მატჩი ესპანეთთან.

თუმცა, რამდენადაც მზად არ უნდა იყვნენ ჩვენი ტაქტიკისთვის, ალტერნატი
ული ვარიანტებიც გვაქვს.

ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ძლიერი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ მგონია, უპირატესობა ჩვენ გვაქვს, რადგან პირველი თამაში დიდი სხვ
აობით მოვიგეთ და საკუთარ თავში თავდაჯერებულები ვართ.

მართალია, ხორვატები ესპანეთთან დამარცხდნენ, მაგრამ მარცხი
მაინც მარცხია, ამიტომ ისინი უფრო ზეწოლის ქვეშ იქნებიან. ამიტომ მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა",
- თქვა სანიკიძემ.

ასევე იხილეთ:
ხორვატები გვიფრთხიან: "მარკოიშვილი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა!"
საქართველო VS ხორვატია - უკვე ფავორიტის სტატუსით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული