გიორგი შერმადინი: ხორვატია ჩვენთან ეცდება, თავისი თამაში აჩვენოს

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩში, პოლონეთის ნაკრებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა გამარჯვების მნიშვნელობასა და მომავალ მეტოქეზე - ხორვატიის ნაკრებზე ისაუბრა.

"პოლონეთთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. ჯგუფის პირველი მატჩი იყო და გარკვეულწილად, ვნერვიულობდით. ვიცოდით, რომ პოლონელებს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ. შანსები 50-50-ზე იყო.

მაგრამ თამაში წაგვივიდა და 17 ქულით მოვიგეთ. მეტოქეს ყველა რგოლში ვაჯობეთ. ეს უდიდესი გამარჯვება იყო და ვულოცავ მთელ გუნდს.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, ხორვატთა მაღალ ცენტრებთან მაქვს ნათამაშები - ტომიჩთან, ზორიჩთან,  მარკოტასთანაც.

ხორვატიის ნაკრები ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ასევე კარგი მსროლელები ჰყავს.

მართალია, ხორვატიის ნაკრებმა გუშინ წააგო ესპანეთთან, მაგრამ დღეს ჩვენთან ეცდება, აჩვენოს თავისი თამაში.

მეტოქეს ისეთი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ, რომ თამაში ჩვენ სასარგებლოდ წავიყვანოთ. რა და როგორ, ამ ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს.

ვნახოთ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და დღესაც თუ მოვიგეთ, ძალიან მაგარი იქნება.

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: ხორვატებთან მატჩში უპირატესობა ჩვენს მხარესაა
ხორვატები გვიფრთხიან: "მარკოიშვილი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა!"
საქართველო VS ხორვატია - უკვე ფავორიტის სტატუსით
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული