საქართველოს ნაკრები ხორვატებთან პირველი ტაიმის შემდეგ ერთი ქულით მარცხდება

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები რიგით მეორე მატჩს ხორვატიასთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური სხვაობით მარცხდება - 34:35.

ანგარიშში დაწინაურება ხორვატებმა თავიდანვე შეძლეს. ქართველმა კალათბურთელებმა გათანაბრება მხოლოდ პირველი პერიოდის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიკი ჰიკმანის ზუსტი სამქულიანით შეძლეს (15:15), თუმცა ამის შემდეგ ხორვატებმა კიდევ ერთი ორქულიანი ჩააგდეს და მეოთხედიც აქ დასრულდა.

მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები უკეთ გაისარჯნენ, თუმცა თავიდან ანგარიშში 8 ქულითაც ჩამორჩნენ. განსაკუთრებით კარგად ნატურალიზებული რიკი ჰიკმანი გაისარჯა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 15
ქულა.

ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე გიორგი შერმადინის ორქულიანით ანგარიშში წინ ჩვენი გუნდი გავიდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მეტოქემ უმალ სამქულიანი ჩაგვიგდო.

საბოლოოდ ტაიმი ანგარიშში ხორვატთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გთხოვთ დადოთ ლინკი
vaxvax
17:17 05-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული