ევრობასკეტის გახსნის დღეს, პოლონეთთან თამაშის წინ სლოვენიის ქალაქ ცელიეს ქუჩებში გავიარე, მაინტერესებდა, ტრიალებდა თუ არა ჰაერში კალათბურთის სუნი. ყოველ კუთხე-კუნჭულს ევრობასკეტის სიმბოლო ამშვენებს, ხოლო კაფე-რესტორნებში ცელიეს ჯგუფში მოთამაშე გუნდების დროშებია გამოფენილი.
ქალაქის ცენტრში საინტერესო ადგილს ჩავუარე: ერთ დაწესებულებაში ერთმანეთის გვერდით ლუდისა და ნაყინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები იდგა. ამ კაფე-ბარს ჩვენი ჯგუფის გუნდების დიდი დროშები ამშვენებ
- საქართველოს დროშა რატომ არ გიკიდიათ?
- არ მაქვს. ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიშოვე, - მიპასუხა ღიმილით, - თქვენ ხომ არ გაქვთ?
საქართველოს დროშები სადღეისოდ ცელიეს დარბაზში უნდა იყოს თავმოყრილი, იქიდან კაფეს დასამშვენებლად წაღება არ ეგების.
ამიტომ სლოვენიელს არაფერს დავპირებივარ, ღიმილით დავემშვიდობე და "ზლატოროგის არენის" გზას გავუყევი.
* * *
მეორე დღეს, გათენდა თუ არა, ქალაქში გავედი, მაინტერესებდა, როგორ აფასებდნენ საქართველოს ნაკრების პოლონეთთან თამაშს ადგილობრივები.
ხორვატულ გაზეთ "სპორტსკი ნოვინეში" ჩვენი გუნდის შესახებ ვრცელი სტატია ეწერა, რომლის სათაურის თარგმნა გაზეთების გამყიდველს ვთხოვე: "გორტატი ევრობასკეტზე მედლებისთვის ჩავიდა, მაგრამ საქართველომ პარკეტზე დაანარცხა".
სლოვენიურ გაზეთ "ეკიპში" საქართველო-პოლონეთს საშუალო ზომის სტატია ეძღვნებოდა, თუმცა მისი სათაურის გადათარგმნისთვის იქვე მდებარე კაფე-ბარს მივაკითხე, სადაც ნაცნობი მეპატრონე და საქართველოს გარდა, ხუთივე გუნდის დროშა მეგულებოდა.
განსაკუთრებით საინტერესო ფოტოზე მინაწერი აღმოჩნდა: "საქართველომ პირველი მატჩი ისე ჩაატარა, მედლებზე ფიქრიც შეუძლია", - მითარგმნა სლოვენიელმა მეპატრონემ და იქვე კუთხეში გაკრულ საქართველოს დროშაზე მიმითითა: ორი დროშა ჩემი ხელით დავხატე და კაფე-ბარის ყველაზე გამოსაჩენ ადგილებზე მივაწებეო. ამ სიტყვების სიმართლეში გაზეთში გამოქვეყნებული ფოტოც დაგარწმუნებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]