ვიქტორ სანიკიძე: ბოლოს არ გაგვიმართლა და დავმარცხდით

AutoSharing Option
საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებებს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენცია მწვრთნელებთან ერთა კალათბურთელებიც წარდგნენ. შეხვედრის შესახებ კომენტარი ვიქტორ სანიკიძემ და დომნ ლორბეკმა გააკეთეს.

"თავიდან კარგად ვთამაშობდით. 10-ქულიანი უპირატესობა გვქონდა და თამაშიც მიგვყავდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ სლოვენიელებმა ძალიან ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდეს და ჩვენ აღმოვჩნდით მდევრის როლში.

მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლოს არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. მორიგი მატჩი გვიწევს  და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ",
- თქვა სანიკიძემ.

"ქართველებმა თავიდან ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს. ჩვენ გვიჭირდა მათი ზონური დაცვის გარღვევა, მაგრამ მეორე მეოთხედის შუა
პერიოდიდან მოვახერხეთ შორი სროლებით უპირატესობის მოპოვება. მეტოქემ იბრძოლა და ბოლოს მაინც ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა",
- თქვა ლორბეკმა.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი გუნდი გვყავს.
buxuti
13:54 08-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული