დიახ, საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია სერბეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამის შესახებ გამოცემა "ეუროჰუპსი" იტყობინება.
სტატიაში მოცემულია სერბების დამრიგებელ დუშან ივკოვიჩის სიტყვები:
"ჩვენს კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმება მქონდა, რომლის მიხედვით, გუნდში მსოფლიოს ჩემპიონატამდე უნდა დავრჩენილიყავი.
სერბეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა და მიმაჩნია, რომ დროა, ადგილი ახალგაზრდა მწვრთნელებს დავუთმო.
მაგალითად - ალექსანდრ კესარს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში".
"ეუროჰუპსი" იგორ კოკოშკოვის გვერდით ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად საშა ობრადოვიჩს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?
ბესიკ ლიპარტელიანი: საქართველოს ნაკრებს, ალბათ, ახალი მესაჭე სჭირდება