დუდა სანაძემ "ნიუ მექსიკოსთან" მატჩში 18 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დუდა სანაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა შედეგიანად - "ნიუ მექსიკოსთან" კოლეჯების ლიგის მატჩში "სან დიეგოს" 18 ქულა შესძინა.

თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "ნიუ მექსიკომ" 73:66 მოიგო.

დუდამ 7-დან 3 ორქულიანი, 9-დან 4 სამიანი ჩააგდო და 18 ქულის გარდა, 3 მოხსნა და 1 პასი გაიფორმა.

"სან დიეგო ტორეროსი" "სან დიეგო სტეიტთან" 5 დეკემბერს ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული