იგორ კოკოშკოვი: მადლობა ფედერაციას, კალათბურთელებს და ქართველ ქომაგს...

AutoSharing Option
ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ინფორმაციები საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის სამომავლო დანიშვნებთან დაკავშირებით.

ჯერ სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ითვლებოდა, შემდეგ დაიწერა, სლოვენიელებმა შესთავაზეს ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტიო.

იგორ კოკოშკოვის სატრანსფერო საკითხებზე მსჯელობის გააქტიურება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მას ჩვენს ნაკრებთან ორწლიანი კონტრაქტი წლეულს ამოეწურა.

სიტუაციაში გასარკვევად თავად სერბ სპეციალისტს ამერიკაში 12 დეკემბერს, გვიან ღამით დავუკავშირდით.

დღეისთვის მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით, კოკოშკოვის ვრცელ ინტერვიუს "ლელოს" უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

-
დავიწყებ იქიდან, რომ ჩემდამი ინტერესი საქართველოს ნაკრების დამსახურებაა.

სერბეთი და სლოვენია საკალათბურთო ქვეყნებია და თუნდაც ის, რომ მათ ინტერესზე იწერება, ჩემი, როგორც მწვრთნელის აღიარება და საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშის დაფასებაა.

ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცა; კალათბურთელებს, რომლებმაც 6 წლის განმავლობაში ბევრი იშრომეს, რათა დასახული მიზნისთვის მიგვეღწია და ქომაგს, რომლის მხარდაჭერასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, თბილისური მატჩებისას ხომ დარბაზი ბოლომდე ივსებოდა.

რაც შეეხება შეთავაზებებს, რაც დაიწერა, მხოლოდ სპეკულაციებია.


დავინტერესდით, იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მომავალ ციკლში გაწვრთნაზე რა აზრისაა. შორიდან მოუარა:

- ჩემი კალათბურთელებისა მჯეროდა და მათთან სიამოვნებით ვმუშაობდი. ბოლო წლებში შეიკრნენ, გაიზარდნენ და იქცნენ ისეთ გუნდად, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს.

მომავლისთვისაც შემზადებულია საფუძველი და ვინც უნდა იყოს საქართველოს ნაკრების თავკაცი, გუნდთან მუშაობა არ გაუჭირდება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, საქართველოდან არავისთან მილაპარაკია. თქვენი კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდა და როგორც ვიცი, ორგანიზაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მას დრო სჭირდება.

სადღეისოდ ნაკრებისგან თავისუფალი ვარ, მთლიანად "კლივლენდზე" ვარ ორიენტირებული. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა პლეი ოფში მოვხვდეთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვს სლოვენიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იწვევენ
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: იგორ კოკოშკოვის წასვლა არ გამიხარდება
მკითხველის კომენტარები / 4 /
იგორს გაუგრძელეთ კონტრაქტი, არ უნდა მაგას ფიქრი. მაგაზე უკეთეს მწვრთნელს ჩვენ ვერ ვნახავთ
შაკო
20:06 13-12-2013
0
არადა ერთ დროს ლანზღავდნენ.
giorgi
19:00 13-12-2013
0

სიახლეები პოპულარული