ნაკრების წევრის მორიგი ტრავმა - ლევან ფაცაციამ ხელი მოიტეხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ტრავმებისგან გაიტანჯნენ. 3 თვე ხდება, რაც ფეხის ტრავმის გამო მანუჩარ მარკოიშვილი უქმადაა, ხოლო 1 თვეა, რაც ზაზა ფაჩულია მოედანზე არ გამოჩენილა. ამ დღეებში მძიმე ტრავმა მიიღო ლევან ფაცაციამ, რომელმაც ხელი მოიტეხა და დაახლოებით 3 თვე ვერ ითამაშებს.

ქართველი ფორვარდის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა მისი გუნდის, დნიპროძერჟინსკის "აზოტის" მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ კობზისტიმ: "ფაცაციას მძიმე მოტეხილობა აქვს, "მსროლელი" ხელი დაიზიანა. მის გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. შეიძლება, ქირურგიულმა ჩარევამ კარგი შედეგები მოიტანოს, თუმცა ორ თვეზე ნაკლებ დროში მაინც ვერ
მომჯობინდება; პესიმისტური პროგნოზით კი, ლევანს ოთხ თვემდე პერიოდის გამოტოვება ელის".


ფაცაციამ "აზოტის" შემადგენლობაში უკრაინულ სუპერლიგაში 9 მატჩი ითამაშა და მოედანზე საშუალოდ 28 წუთს ატარებდა. ქართველი ფორვარდის მონაგარი, საშუალოდ, 9.1 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.1 პასი გახლდათ.

"აზოტს" უკრაინის პირველობაზე მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული და ამ შედეგით ბოლო ადგილზე იმყოფება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული