შემდეგ ეტაპზე 6-გუნდიანი ჯგუფის ოთხი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.
წილისყრის შედეგებზე კომენტარი საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ გააკეთა:
"ფურცელზე ჰოლანდია აუტსაიდერია, მაგრამ რეალურად მისი ძლევაც არ იქნება იოლი საქმე.
სლოვენიას მესამე ევრობასკეტია ვეთამაშებით და დროა, დავამარცხოთ. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, მასში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა უმაღლესი დონის კალათბურთელთა ნაკლებობას მაინც არ განიცდის.
რაც შეეხება მაკედონიას,
მერვედფინალში მოგება ოლიმპიადის საგზურთან ძალიან მიახლოებას ნიშნავს და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ოლიმპიადაზე მოვხვდეთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფიბამ წილი ჰყარა - ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფები და კალენდარი