საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რუსეთსაც დაუპირისპირდება

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს წლეულს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსამზადებელი ეტაპი ელის.

საზაფხულო გეგმების შესახებ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა გვესაუბრება:

"საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა თითქმის მთლიანად შედგენილია. მცირე დეტალებია დარჩენილი, თუმცა საერთო სურათი უკვე გვაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში, ნაკრები 10 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ნაკრები თბილისში, საქართველოში მოთამაშე კალათბურთელებით 14 ივლისს შეიკრიბება, ხოლო 24 ივლისიდან სლოვენიის კურორტ პოდჩეტრტეკში გენერალური შეკრება დაიწყება...

6 და 7 აგვისტოს სლოვენიაში ბოსნიასთან 2 ამხანაგურ მატჩს გავმართავთ, ხოლო 9-19 აგვისტოს
თბილისში გავატარებთ, სადაც 14, 15 და 16 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებთან ერთად იტალია, ესტონეთი და ლატვია მიიღებენ...

19-დან 22 აგვისტომდე საფრანგეთში ვიქნებით, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან და ბელგიასთან ერთად საერთაშორისო ტურნირს ვითამაშებთ.

22-27 აგვისტოს ისევ პოდჩეტრტეკში გვექნება შეკრება, საიდანაც იტალიაში გადავინაცვლებთ და 28, 29 და 30 აგვისტოს იტალიასთან, რუსეთთან და კიდევ ერთ ნაკრებთან ერთად (რომლის ვინაობაც მალე გაირკვევა) საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირში ვიასპარეზებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბევრი რთული თამაში გველის აგვისტოშიც, იმედია ევრობასკეტამდე არავინ მიიღებს ტრამვას, ჩვენი ბიჭების მჯერა რომ 1/4 ფინალში გავლენ :).
nika
10:10 29-07-2015
0
ცქიტო დაგვიბრუნეთ!
tornike
11:09 04-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული