ნიკოლოზ ცქიტიშვილი კვლავ საუკეთესოა, "ჩამპვილი" წინ მიიწევს

AutoSharing Option
ლიბანის ჩემპიონატში მეხუთე მატჩი მოიგო ნიკოლოზ ცქიტიშვილის "ჩამპვილმა", რომელმაც უშუალო კონკურენტი "ჰომენეტმი" მისსავე მოედანზე 88:74 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ჩამპვილელებმა ლიბანის პირველობის სატურნირო ცხრილში მეხუთედან მეოთხე პოზიციაზე აინაცვლეს.

რაღა თქმა უნდა, წარმატებაში ლომის წილი ქართველ ფორვარდ ნიკა ცქიტიშვილს მიუძღვის. აი, მისი ეფექტური მონაგარი: 40 წუთი, 18 ქულა, 19 მოხსნა, 3 პასი, 3 დაფარება.

სკიტამ 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. "ჩამპვილის" ამერიკელმა თავდამსხმელმა კევინ პინკნიმ 19 ქულას მოუყარა თავი, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, გამარჯვებულთაგან საუკეთესო ცქიტიშვილი იყო -
34.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კოჯოშკოვმა რო ნაკრებში არ აიყვანოს კოკოშკოვსაც და ფედერაციასაც ..... და თან უნდა შეუსრულო
0
გეთანხმები
dada
12:06 12-02-2015
0

სიახლეები პოპულარული