გადაწყდა: ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ღირსებას ჯეიკობ პულენი დაიცავს

AutoSharing Option
ფოტოზე: 2012 წელი. 21 აგვისტო. ბოსნია-საქართველო 95:96. ჯეიკობ პულენი და ზაკ რაიტი
გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ჯეიკობ პულენი დაიცავს.

იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდ "ენელ ბრინდისიში" მოთამაშე 25 წლის ამერიკელი გამთამაშებელი ორმაგი მოქალაქეობისა და საქართველოს პასპორტის მფლობელია.

ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში იცავდა და გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლაში დიდად დაეხმარა. პულენს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2012 წლის ზაფხულში, ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ტურნირზე 8 მატჩი აქვს ჩატარებული
და საშუალოდ 16,4 ქულა, 3 პასს და 2 მოხსნას აგროვებდა.

პულენის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა:

"დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ ჯეიკობ პულენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე დაიცავს.

ის საქართელოს ნაკრებში 3 წლის წინაც თამაშობდა და გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია. იმედი მაქვს, ის არანაკლებ წარმატებით ითამაშებს მომავალ ევრობასკეტზეც და ჩვენს გუნდს სოლიდური შედეგის მიღწევაში დაეხმარება.

პულენი კარგი გამთამაშებელი და მექულეა. მას ადაპტაციის გავლა აღარ დასჭირდება და იმედი მაქვს, ისე ითამაშებს, როგორც მისგან ნაკრების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ელიან".

მომზადებულია www.gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დასახვრეტები არიან ფედერაციაში. ფაჩულიასთვის და ნაკრების ძირითადი ნაწილისთვის ბოლო ევროა. როგორ უნდა მოახერხო რო კოკოშკოვზე უკეთესი მწვრთნელი და პულენზე უკეთესი კალათბურთელი ვერ ნახო. არადა ასეთი თაობა 50 წლის წინ გვყავდა და ათწლეულები აღარ გვეყოლება.
0
ერთი ცინცაძეა კალათბურთელი მეორე პულენი, სანამ საქართველოში ჩაწყობით იქნება ყველაფერი არაფერი გვეშველება..
wall
22:00 09-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული