გორან დრაგიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევრობასკეტზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქე სლოვენიას უმთავრესი ვარსკვლავი გორან დრაგიჩი არ ეყოლება.

ნბა-ს კლუბ "მაიამი ჰიტის" გამთამაშებელმა ივლისის დასაწყისში კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა (85 მლნ ევრო), კლუბის პრეზიდენტ პეტ რაილისთან შეხვედრაზე კი გადაწყვიტა, რომ სეზონისთვის უკეთ მომზადებისთვის აჯობებს, თუკი პერიოდს დასასვენებლად გამოიყენებს.

გარდა ამისა, გორანს ეროვნულ გუნდში გამოუცხადებლობისთვის ოჯახური მიზეზიც აქვს - მისი ცოლი ბავშვს აგვისტოში ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2015-ზე, რომელსაც 5-20 სექტემბერს ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია და ლატვია ერთად უმასპინძლებენ, საქართველოს ნაკრები C ჯგუფში სლოვენიის გარდა,
ჰოლანდიის, საბერძნეთის, ხორვატიისა და მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებს. ნბა-ს სეზონი კი სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს.

საქართველო-სლოვენიის მატჩი 6 სექტემბერს, ზაგრებში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე თუ გაგრძელდა ჩვენ ვიგებთ ევროპას
თბილისი
17:20 28-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული